"ქართული ოცნება" გიორგი კვირიკაშვილს პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარადგენს

© Sputnik / Alexander Imedashviliგიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მთავრობა პრემიერთან ერთად საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადების შემდეგ უნდა გადადგეს. მთავრობის მეთაურის კანდიდატურას პარლამენტში უმრავლესობის მქონე პარტია წარადგენს.

თბილისი, 14 ოქტომბერი– Sputnik. საქართველოში საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადების შემდეგ უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში მმართველი პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" ქვეყნის მოქმედ პრემიერ-მიონისტრ გიორგი კვირიკაშვილს მთავრობის მეთაურის პოსტზე წარადგენს, განაცხადა პარტიის პოლიტსაბჭოს წევრმა მამუკა მდინარაძემ.

საბოლოო შედეგების გამოცხადებისთანავე საქართველოს მთავრობა  პრემიერ-მინისტრის მეთაურობით უნდა გადადგეს, ხოლო პარტია, რომელიც საპარლამენტო არჩევნების შედეგების თანახმად მინიმუმ 76 ადგილს მოიპოვებს, პრემიერ-მინისტრის პოსტზე თავის კანდიდატს წარადგენს, რომელიც ახალ მთავრობას ჩამოაყალიბებს.

"ჩვენი გუნდი პრემიერ-მინისტრის პოსტზე გიორგი კვირიკაშვილს ხედავს, რადგან ის საქართველოსთვის საუკეთესო პრემიერ-მინისტრია",-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მდინარაძემ ასევე განაცხადა, რომ ახალ მთავრობაში გარკვეული ცვლილებები იგეგმება.

არჩევნები - Sputnik საქართველო
საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 2 ნოემბრამდე გაიმართება

"მთავრობაში გარკვეული ცვლილებები მოხდება, თუმცა არა კარდინალური. საბოლოოდ ამასთან  გავერკვევით იმის შემდეგ, როდესაც გვეცოდინება, ვინ იქნება პარლამენტში",-აღნიშნა მან.

საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგების თანახმად, საქართველოს პარლამენტი საბოლოოდ ჩამოყალიბებული არ არის. ამჟამად საკანონმდებლო ორგანოს 150 ადგილიდან დაკავებულია 100. დანარჩენი ადგილები ერთმანდატიან ოლქებში არჩევნების მეორე ტურის შედეგების მიხედვით გადანაწილდება.

ბოლო მონაცემების მიხედვით პარტიას "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" 67 ადგილი აქვს, "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას"-27, "პატრიოტთა ალიანსს"-6.

ყველა ახალი ამბავი
0