„ნაციონალურ მოძრაობას“ არჩევნების გაყალბების მტკიცებულებები არ აქვს

© photo: courtesy of National archiveნიკა რურუა
ნიკა რურუა - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარლამენტის დეპუტატობის კანდიდატის მტკიცებით, ხელისუფლებამ სხვადასხვა მეთოდი გამოიყენა - ადმინისტრაციული რესურსი, ამომრჩევლის დაშინება, ამით არჩევნები მისთვის სასარგებლოდ დასრულდა.

თბილისი, 14 ოქტომბერი – Sputnik. საპარლამენტო არჩევნების გაყალბების დამადასტურებელი მტკიცებულებები „ნაციონალურ მოძრაობას“ არ აქვს, წერს ნაცმოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნიკა რურუა საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდზე.

რურუას საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური ელოდება. ის მთაწმინდის რაიონის ერთმანდატიან ოლქში იყრის კენჭს. მისი კონკურენტი დამოუკიდებელი კანდიდატი, საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი სალომე ზურაბიშვილია. პირველ ტურში ზურაბიშვილმა 44,4%, ხოლო ნიკა რურუამ — 26,9% მიიღო.

„გამომდინარე იქიდან, რომ გაყალბების ბევრი მეთოდი იქნა გამოყენებული, ამ დროისთვის ჩვენ ხელში ამ სქემის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ გვაქვს, ამას მოჰყვა ის, რომ ყველა საერთაშორისო დამკვირვებელმა ამ არჩევნების ლეგიტიმურობა აღიარა“, — დაწერა რურუამ.

იანოშ ჰერმანი და მიხეილ ჯანელიძე - Sputnik საქართველო
ევროკავშირის ელჩმა საქართველოს დემოკრატიულად ჩატარებული არჩევნები მიულოცა

თუმცა, მტკიცებულებების არქონა არ წარმოადგენს იმის საფუძველს, რომ არჩევნები სამართლიანი იყო, მიიჩნევს რურუა. მისი მტკიცებით, ხელისუფლებამ ყველა სახელმწიფო ბერკეტის გამოყენებით — დაკავებებით, ხალხის დაშინებით, ხმების  არაკანონიერად „შექმნითა“ და სხვა მაქინაციებით არჩევნების ბედი სათავისოდ შემოაბრუნა.

„ამასთან, მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას სურვილი არ აქვს სერიოზულად გააპროტესტოს არჩევნების შედეგები. და ამ დროს ყველასთვის მოულოდნელად დანარჩენმა ოპოზიციურმა ძალებმა ამა თუ იმ ფორმით თვითლიკვიდაცია გამოაცხადეს“, — აღნიშნა რურუამ.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს შერეული — პროპორციული და მაჟორიტარული სისტემით ჩატარდა.

პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების წინასწარი მონაცემებით, პარლამენტში მმართველი პარტია „ქართული ოცნება —დემოკრატიული საქართველო“ 44 ადგილს, „ნაციონალური მოძრაობა“ – 27-ს, ხოლო „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი — საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია“ – 6 ადგილს მიიღებენ.

მაჟორიტარულ ოლქებში არჩევნების საბოლოო შედეგები 73 ერთმანდატიანი ოლქიდან 23-ში ცნობილია. 23-ვე ოლქში გამარჯვება „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა, რომელმაც საარჩევნო ხმების 50%-ზე მეტი მიიღო.

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 50 ერთმანდატიან ოლქში ჩატარდება.

ყველა ახალი ამბავი
0