არჩევნების დღეს ჯიხაშკარში დარბევაში ბრალდებულს სასამართლომ გირაო შეუფარდა

© photo: Sputnik / Andrey Starostin / გადასვლა მედიაბანკშიმართლმსაჯულება
მართლმსაჯულება - Sputnik საქართველო
გამოწერა
კაკო კიბუამ გირაოს თანხა 30 დღის განმავლობაში უნდა გადაიხადოს, რათა გამოძიების მსვლელობის დროს გაათავისუფლონ. მას საარჩევნო უბანში დარბევაში მონაწილეობა ედება ბრალად.

თბილისი, 14 ოქტომბერი — Sputnik. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 59 წლის კაკო კიბუას გამოძიების პერიოდში გირაოთი გათავისუფლება გადაწყვიტა. კიბუა საპარლამენტო არჩევნების დღეს სოფელ ჯიხაშკარში №108 საარჩევნო უბნის დარბევაშია ბრალდებული, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“ მოსამართლის თანაშემწის ინფორმაციაზე დაყრდნობით.

კიბუა, რომელიც „ქართული ოცნების“ მომხრეა, ოთხშაბათს დააკავეს. სასამართლომ 10 ათასი ლარის ოდენობის გირაო დააწესა, რომელიც ბრალდებულმა 30 დღის განმავლობაში უნდა გადაიხადოს.

მოსამართლის ჩაქუჩი - Sputnik საქართველო
არჩევნების დღეს დარბევაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

გამოძიება ამტკიცებს, რომ კენჭისყრის დასრულებისა და ხმების დათვლის დაწყების დროს საარჩევნო უბანში რამდენიმე ადამიანი შეიჭრა. მათ დაამტვრიეს ბიულეტენებით სავსე ურნა, ჩაამსხვრიეს მინები და დააზიანეს ინვენტარი.

დაცვის მხარე სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას არ გამორიცხავს და აღკვეთის ზომის გაუქმებას მოითხოვს.

„ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იძლეოდა საშუალებას, პატიმრობაში დარჩენილიყო, სერიოზული საფრთხე შეიძლება დამუქრებოდა მის სიცოცხლეს. სააპელაციო სასამართლოში შეიძლება გავასაჩივროთ, რადგან ვფიქრობ, რომ დაუშვებელი მტკიცებულებების გამო ფორმალური საფუძველი არ არსებობდა და უნდა ყველა დარჩენილიყო აღკვეთის ღონისძიების გარეშე“, — განუცხადა ჟურნალისტებს დაკავებულის ადვოკატმა როლანდ შონიამ.

კიბუას ბრალად ედება „საარჩევნო ან სარეფერენდუმო კომისიის მუშაობისათვის ხელის შეშლა“, რაც ისჯება გამოსასწორებელი სამუშაოებით ორ წლამდე ვადით, ან თავისუფლების აღკვეთით ორიდან ოთხ წლამდე ვადით.

შსს - Sputnik საქართველო
არეულობა არჩევნების დღეს: დაკავებულია კიდევ ექვსი ადამიანი

ამავე საქმეზეა დაკავებული გია მხეიძეც. მას ასევე ედება ბრალად იმავე სოფლის №79 საარჩევნო უბნის დარბევაში მონაწილეობა.  სასამართლომ მას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

№79 საარჩევნო უბანზე უცნობი პირების ჯგუფი არჩევნების დასრულებისა და ხმების დათვლის დაწყების დროს შეიჭრა. მათ გატეხეს უნა, რომელშიც ბიულეტენები იყო, დაამსხვრიეს მინები, ხოლო ერთ-ერთმა თავდამსხმელმა საერთაშორისო დამკვირვებელს სცემა, რომელსაც სამედიცინო დახმარება დასჭირდა.

№108 და 79 უბნებზე შეიძლება გამეორებითი არჩევნები ჩატარდეს.

მომხდარში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა „ქართული ოცნება დაადანაშაულეს.

პოლიცია - Sputnik საქართველო
საქართველოს შსს: ოპოზიცია პოლიციის დისკრედიტაციას ახდენს

ცესკოს ბოლო მონაცემებით, მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“ ამომრჩეველთა ხმების 48,67%-ს აგროვებს, ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ — 27,11%-ს. პარლამენტში ასევე შედის ბლოკი „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი — საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია“, რომელმაც მინიმალური 5%-იანი ზღვარი გადალახა.

რაც შეეხება ერთმანდატიან ოლქებს, მეორე ტური 73 ოლქიდან 50-ში ჩატარდება. 23 ოლქში მმართველმა პარტიამ უკვე გაიმარჯვა. არჩევნების მეორე ტურის ჩატარების ბოლო ვადა 2 ნოემბერია. 
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდა: 77 დეპუტატი პროპორციული, ხოლო 73 — მაჟორიტარული სისტემით აირჩევა.

ყველა ახალი ამბავი
0