თბილისი, 14 ოქტომბერი— Sputnik. პორტუგალიელი პოლიტიკოსი ანტონიუ გუტერიში, რომელიც გაეროს გენერალურ მდივნის პოსტზე დაინიშნა, საერთაშორისო არენაზე საქართველოს მხარდაჭერის პოლიტიკას მომავალშიც გააგრძელებს, მიიჩნევს პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი ვახტანგ მაისაია.
გუტერიში უფლებამოსილების აღსრულებას 2017 წლის 1 იანვირდან შეუდგება, მან აღნიშნულ თანამდებობაზე პან გი მუნი შეცვალა.
„ანტონიუ გუტერიში, საერთოდ, აშშ-ის მომხრეა, მისი კანდიდატურაც სწორედ აშშ-მ წამოაყენა, ამიტომ ვფიქრობ, რომ საქართველოს მხარდამჭერი პოლიტიკა, რომელიც გაეორიდან მოდიოდა, კვლავ გაგრძელდება და მგონია, რომ გუტერიში ამ კურსს გააგრძელებს“, — განაცხადა მაისამიამ Sputnik-თან საუბრისას.
გაერომ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუცია არაერთხელ მიიღო და იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთარ სახლებში დაბრუნების აუცილებლობის შესახებ განცხადებაც გააკეთა.
ოფიციალური მონაცემების თანახმად, დღეს საქართველოში ცენტრალური ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებადი — აფხაზეთისა და ცხინვალის (სამხრეთ ოსეთი) რეგიონებიდან 259,2 ათასზე მეტი იძულებით გადაადგილებული პირი ჰყავს.
რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აღიარა, რის საპასუხოდაც, თბილისმა მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა და ეს ორი რეგიონი ოკუპირებულ ტერიტორიებად გამოაცხადა.