პაატა ბურჭულაძის ბლოკი ჯერჯერობით ინარჩუნებს ერთიანობას

გამოწერა
პოლიტიკური ბლოკის ლიდერი აცხადებს, რომ გაერთიანების კარი ყველა პროდასავლური ძალისთვის ღიაა.

თბილისი, 13 ოქტომბერი — Sputnik. პოლიტიკური გაერთიანება „პაატა ბურჭულაძე — სახელმწიფო ხალხისთვის“ არჩევნების საბოლოოდ დამთავრებამდე შეინარჩუნებს ერთიანობას, იუწყება საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

„ჩვენ ვაგრძელებთ მჭიდრო პოლიტიკურ თანამშრომლობას. ჩვენი კარი ღიაა ყველა პროდასავლური ძალისთვის. ერთ თვეს ვიღებთ ვადას რეორგანიზაციისთვის პარტიებში და შემდეგ უფრო მეტი ძალით შევუდგებით ბრძოლას ქვეყნის ფეხზე დასაყენებლად და მდგომარეობის გასაუმჯობესებლად“, — განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

ეს გადაწყვეტილება ერთად მიიღეს გაერთიანებაში შემავალი პარტიების ლიდერებმა — თავად პაატა ბურჭულაძემ, „სამოქალქო პლატფორმა — ახალი საქართველოს“ ხელმძღვანელმა გიორგი ვაშაძემ და „ახალი მემერჯვენეების“ ლიდერმა მამუკა კაციტაძემ.

პაატა ბურჭულაძე - Sputnik საქართველო
პაატა ბურჭულაძე eBay-ზე იყიდება

„არჩევნები არ დასრულებულა და ბლოკი არჩევნების დასრულებამდე დარჩება… გვჭირდება დრო შიდაპარტიული რეორგანიზაციისთვის, რის შემდეგაც საბოლოო სამოქმედო გეგმას გავასაჯაროებთ“, — აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

მისი თქმით, სხვა პოლიტიკურ ძალებთან მათ ჯერ არ ჰქონიათ საუბარი თანამშრომლობაზე, დისკუსიებს მხოლოდ ახლა გამართავენ, თუმცა ერთი პირობით: არ ითანამშრომლებენ პრორუსულ ძალებთან, მათ შორის, არც „დემოკრატიულ მოძრაობასთან“, რომელსაც სათავეში ნინო ბურჯანაძე უდგას.

ყველა ახალი ამბავი
0