კუსებრი ფაროსანას შემოსევა: დასავლეთ საქართველოს მოსახლეობა პანიკაშია

© FB / Merab Okudjavaკუსებრი ფაროსანა
კუსებრი ფაროსანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
კუსებრმა ფაროსანამ, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებს საფრთხეს არ უქმნის, ფოთის, ქუთაისისა და სამტრედიის მოსახლეობაში სერიოზული აჟიოტაჟი გამოიწვია.

თბილისი, 13 ოქტომბერი — Sputnik. დასავლეთ საქართველოს მცხოვრებლებმა სოციალურ ქსელებში დაიწყეს ინფორმაციის გავრცელება კუსებრი ფაროსანას შემოსევის შესახებ. 

ეს მწერი მავნებელია მარცვლეული კულტურებისთვის, განსაკუთრებულ აქტიურობას მათი ზრდისა და მომწიფების პერიოდში ავლენს.

ადამიანებისთვის კუსებრი ფაროსანა საშიშროებას არ წარმოადგენენ. ის არ იკბინება, ამიტომ, თუ მწერი სახლში აღმოჩნდა, ყველაზე ადვილი მისი ფანჯრიდან გადაგდებაა. თუმცა, ადგილობრივი მოსახლეობა აღნიშნავს, რომ კუსებრი ფაროსანა უამრავია არა მარტო ფანჯრებსა და შენობის კედლებზე, არამედ უშუალოდ სახლებშიც.

ბევრი ადამიანი წერს, რომ ღამით დაძინების ეშინია. მწერების შემოსევას უჩივიან ფოთში, ქუთაისსა და სამტრედიაში.

პარაზიტოლოგიის ინსტიტუტი - Sputnik საქართველო
საქართველოს პარაზიტოლოგიის ინსტიტუტმა უარყო ინფორმაცია ახალ პრეპარატზე

სურსათის ეროვნულ სააგენტოში აღნიშნავენ, რომ კუსებრი ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის გეგმა უკვე შემუშავებულია.

„აღნიშნული მავნებელი დასავლეთ საქართველოში სულ უკანასკნელ პერიოდში მასშტაბურად გავრცელდა. კუსებრი ფაროსანა სასოფლო-სამეურნეო კულტურებს აზიანებს და გავრცელებულია როგორც მეზობელ ქვეყნებში, ასევე ევროპის რამდენიმე ქვეყანასა და აშშ-ში“, — აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.

უკვე შექმნილია სპეციალური, სპეციალისტებით დაკომპლექტებული ჯგუფი, რომელიც მავნებლებთან ბრძოლის სამუშაოებს კურირებს.

მწერი შეიძლება რამდენიმე შეფერილობის იყოს: ნაცრისფერი, მოყავისფრო-ნაცრისფერი, მოყვითალო-ნაცრისფერი. ის, სხვა მავნებლებისგან განსხვავებით, მკვრივი დამცავი ფარით — ჯავშნით გამოირჩევა. კუსებრ ფაროსანას ფრენა და საკვების ძიებაში 200 კილომეტრამდე მანძილის დაფარვაც კი შეუძლია.

ყველა ახალი ამბავი
0