მმართველი და ოპოზიციური პარტიების მომხრეებმა თბილისსა და თეთრიწყაროში იჩხუბეს

© Sputnik / Alexander Imedashviliპოლიციის მანქანა
პოლიციის მანქანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საინფორმაციო საშუალებები ირწმუნებიან, რომ ინციდენტის დროს მხოლოდ ოპოზიციური „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები დაშავდნენ. დამნაშავეებს, სულ ცოტა, 3 ათასი ლარის ოდენობით ჯარიმა ემუქრებათ.

თბილისი, 12 ოქტომბერი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გასულ ღამეს „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოსა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეებს შორის მომხდარი ჩხუბის გამო სისხლის სამართლის საქმეები აღძრა.

გამოძიება მიმდინარეობს „ცემის“ მუხლით, რაც, სულ ცოტა, 3 ათასი ლარის ოდენობით ჯარიმას ითვალისწინებს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“.

ურთიერთობებს მუშტი-კრივით არკვევდნენ თბილისსა და თეთრიწყაროში, სადაც, მედიასაშუალებების ინფორმაციით, დაშავდნენ ნაციონალური მოძრაობის კოორდინატორი და ამავე პარტიის ერთ-ერთი საარჩევნო კომისიის წევრი.

თბილისში ნაციონალური მოძრაობის ორი აქტივისტი სცემეს. ინციდენტი სამგორის ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ირაკლი აბუსერიძის („ქართული ოცნება“) ოფისის შენობასთან მოხდა.

„ეს „ნაცმოძრაობის“ მორიგი პროვოკაცია იყო. ვიმყოფებოდით საარჩევნო სამუშაო რეჟიმში. უცებ გავიგონეთ ერთი ქალბატონის კივილი. არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირები ილანძღებოდნენ „ქართულ ოცნების“ წინააღმდეგ და ასევე ჩემ წინააღმდეგ. მათ მოუვიდათ ინციდენტი ერთ მოქალაქესთან, რომელსაც დაუზიანეს მანქანა. ჩემი შტაბის წევრები ჩხუბში არ მონაწილეობდნენ“, — განაცხადა აბუსერიძემ.

საქართველოს შსს - Sputnik საქართველო
არჩევნები საქართველოში: შსს-ის განცხადება ინციდენტებისა და დაპირისპირებების თაობაზე

მომხდარის საპირისპირო ვერსიაზე საუბრობს იმავე ოლქში დეპუტატობის კანდიდატი „ნაციონალური მოძრაობიდან“ გოგა ონიანი.

„ჩხუბის პროვოცირება მმართველი პარტიის აქტივისტებმა მოაწყვეს, რომლებმაც ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს მათ, მერე კი ჩვენი აქტივისტები ხელკეტებით სცემეს. ერთ-ერთი ჩვენი აქტივისტი ჯერ კიდევ საავადმყოფოშია“, — აღნიშნა ონიანმა.

პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ მსგავსი ინციდენტის გამეორების შემთხვევაში ის არჩევნებიდან საკუთარ კანდიდატურას მოხსნის.

თეთრიწყაროს რაიონში მმართველი პარტიის კანდიდატმა გოდერძი ჩანქსელიანმა უკვე გაიმარჯვა, ხოლო სამგორის ოლქში, ისევე, როგორც 49 სხვა ოლქში, მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს ჩატარდა.

ყველა ახალი ამბავი
0