არჩევნები საქართველოში: შსს-ის განცხადება ინციდენტებისა და დაპირისპირებების თაობაზე

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს შსს
საქართველოს შსს - Sputnik საქართველო
გამოწერა
არჩევნების მიმდინარეობისას, ასევე, ხმის მიცემის პროცესის დასრულების შემდეგ, ქვეყნის რამდენიმე რეგიონში რიგი ინციდენტები დაფიქსირდა.

თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო  მომავალშიც შესაბამის რეაგირებას მოახდენს ნებისმიერ სამართალდარღვევაზე და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, გაატარებს კანონით გათვალისწინებულ ზომებს, ნათქვამია განცხადებაში რომელიც შსს-ის პრესსამსახურის ვებგვერდზეა განთავსებული.

„მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილ-აჯლოში პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და ბლოკი „პაატა ბურჭულაძე — სახელმწიფო ხალხისთვის“ მომხრეები 48-ე საარჩევნო უბანზე შეჭრას და საარჩევნო ყუთის გატაცებას შეეცადნენ… საარჩევნო ყუთის გატაცება თავდამსხმელებმა ვერ შეძლეს. ადგილზე მობილიზებული იქნა პოლიციის დამატებითი ძალები. სამართალდამცველების ჩარევის შედეგად, სიტუაცია განიმუხტა“, — წერს შსს.

სამინისტროს ინფორმაციით,  აღნიშნულ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სსკ-ს 162-ე პრიმა მუხლით.

პოლიციის მანქანა - Sputnik საქართველო
მარნეულის რაიონში საარჩევნო უბანი სპეცრაზმმა დაიკავა

კიდევ ერთი დაპირისპირება მოხდა ზუგდიდის რაიონის სოფელ ჯიხაშკარში, სადაც ადამიანთა ჯგუფი 79-ე საარჩევნო უბანზე შეიჭრა, გატეხეს საარჩევნო ყუთი,  ჩაამსხვრიეს მინები, დააზიანეს ინვენტარი და დამკვირვებლებს მობილური ტელეფონები გასტაცეს. ერთ-ერთმა თავდამსხმელმა საერთაშორისო დამკვირვებელს ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენა.

პოლიციამ ამოიცნო და დააკავა დარბევის ორგანიზატორი და უშუალო მონაწილე პირი.

ინციდენტი მოხდა სოფელ ჯიხაშკარის N 108-ე საარჩევნო უბანზეც, სადაც უცნობმა პირებმა გატეხეს საარჩევნო ყუთი, ჩაამსხვრიეს მინები და დააზიანეს ინვენტარი.

რაც შეეხება ქუთაისს, შსს-ის ინფორმაციით, სულხან-საბას გამზირზე, 90-ე საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთმანეთს ორი პარტიის მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ, რა დროსაც ერთ-ერთი ტელეკომპანიის ოპერატორს კამერა დაუზიანეს.


ყველა ახალი ამბავი
0