თბილისი, 8 ოქტომბერი – Sputnik. სპეცრაზმმა მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილ–აჯლოს №48 საარჩევნო უბნის ტერიტორიას ალყა შემოარტყა. აქ ამჟამინდელი და ყოფილი მმართველი პარტიების აქტივისტებს შორის მასობრივი ჩხუბი გაიმართა.
ჩხუბი არჩევნების მსვლელობის დროს გაჩაღდა. „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთმანეთს პროვოკაციებში ადანაშაულებს.
ამჟამად უბნიდან დამკვირვებლები დაცვით გამოჰყავთ. სპეცრაზმის მხრიდან უბნის შემოსაზღვრული ტერიტორიის მიღმა რამდენიმე ასეული ადამიანი იმყოფება.