კობახიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ იმედგაცრუების მსხვერპლია

© Sputnik / Alexander Imedashviliირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა აღნიშნა, რომ ერთმანდატიან ოლქებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წაგება გარდაუვალია.

თბილისი, 12 ოქტომბერი — Sputnik. „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ თამასა ძალიან მაღლა ასწია და ამან მათი იმედგაცრუება გამოიწვია, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ.

გუშინ „ნაცმოძრაობის“ პოლიტსაბჭო პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხს წყვეტდა. შედეგად, ოპოზიციონერებმა მიღებული სადეპუტატო ადგილების დაკავება, ასევე მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა გადაწყვიტეს.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ძალიან მაღლა ასწია თამასა. ისინი საუბრობდნენ არჩევნების მოგებაზე, მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად იცოდნენ, ამის არავითარი შანსი არ ჰქონდათ. ამან გამოიწვია, რა თქმა უნდა, იმედგაცრუება და ამ იმედგაცრუების მსხვერპლი არიან ახლა ისინი“, — განაცხადა კობახიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.

მან აღნიშნა, რომ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა ზუსტად იციან, რომ არჩევნების მეორე ტურში წააგებენ.

დავით ბაქრაძე - Sputnik საქართველო
ბაქრაძე: „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შედის

„ჩვენ გვაქვს დღის წესრიგი, ჩვენი ამოცანაა ყველა მეორე ტურის მოგება და ამასაც აუცილებლად შევასრულებთ“, — აღნიშნა კობახიძემ.

საქართველოს მოსახლეობამ მეცხრე მოწვევის პარლამენტის დეპუტატები 8 ოქტომბერს აირჩია. ცესკოს ბოლო მონაცემებით, მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“ ამომრჩეველთა ხმების 48,67%-ს აგროვებს, ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ — 27,11%-ს. პარლამენტში ასევე შედის ბლოკი „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი — საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია“, რომელმაც მინიმალური 5%-იანი ზღვარი გადალახა.

რაც შეეხება ერთმანდატიან ოლქებს, მეორე ტური 73 ოლქიდან 50-ში ჩატარდება. 23 ოლქში მმართველმა პარტიამ უკვე გაიმარჯვა.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდა: 77 დეპუტატი პროპორციული, ხოლო 73 — მაჟორიტარული სისტემით აირჩევა.

ყველა ახალი ამბავი
0