ბაქრაძე: „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შედის

© AP Photo / Sergei Gritsდავით ბაქრაძე
დავით ბაქრაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
დავით ბაქრაძის განცხადებით, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გამოიყენებს პარლამენტის ტრიბუნას, ასევე კავშირებს საზღვარგარეთ, რათა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში ერთი პარტიის გაბატონება არ დაუშვას.

თბილისი, 12 ოქტომბერი – Sputnik. მთავარმა ოპოზიციურმა პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, რომელმაც საპარლამენტო არჩევნებზე მეორე ადგილი მოიპოვა, პარლამენტში შესვლა გადაწყვიტა, განაცხადა პარტიის ლიდერმა დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

საქართველოს მოსახლეობამ მეცხრე მოწვევის პარლამენტის დეპუტატები 8 ოქტომბერს აირჩია. ცესკოს ბოლო მონაცემებით, მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“ ამომრჩეველთა ხმების 48,67%-ს აგროვებს, ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ — 27,11%-ს. პარლამენტში ასევე შედის ბლოკი „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი — საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია“, რომელმაც მინიმალური 5%-იანი ზღვარი გადალახა. რაც შეეხება ერთმანდატიან ოლქებს, მეორე ტური 73 ოლქიდან 50-ში ჩატარდება. 23 ოლქში მმართველმა პარტიამ უკვე გაიმარჯვა.

ილია მეორე - Sputnik საქართველო
ილია მეორე: არჩევნებზე დამარცხებული არავინაა

„ვერ მივცემთ ივანიშვილის რეჟიმს ფუფუნებას, რომ ქვეყანაში ერთპარტიული მმართველობა ჩამოყალიბდეს. სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ უთანაბრობის, გაყალბების მიუხედავად, პარტია შევა პარლამენტში და, ასევე, მიიღებს მონაწილეობას მეორე ტურში“, — განაცხადა ბაქრაძემ.

მან აღნიშნა, რომ ნაციონალური მოძრაობა გამოიყენებს პარლამენტს, კანონიერ აქციებს, კავშირებს საზღვარგარეთ იმისთვის, რათა საქართველო ერთპარტიულ ქვეყნად არ გადაიქცეს.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდა: 77 დეპუტატი პროპორციული, ხოლო 73 — მაჟორიტარული სისტემით აირჩევა.

ყველა ახალი ამბავი
0