ილია მეორე: არჩევნებზე დამარცხებული არავინაა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliილია მეორე
ილია მეორე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მოსახლეობას საპარლამენტო არჩევნების მშვიდობიანად ჩატარება მიულოცა.

თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება — ეს მთელი საქართველოს გამარჯვებაა და არა კონკრეტულად ერთი რომელიმე პარტიის და ის, ვინც ფიქრობს რომ დამარცხდა, ისიც გამარჯვებულია, განაცხადა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას.

ილია მეორე - Sputnik საქართველო
ილია მეორე საზოგადოებას არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს

8 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, მმართველი პარტია „აართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ ხმების 49,26%-ით ლიდერობს, ოპოზიციურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ კი  26,46% აქვს.

„მსურს მოგილოცოთ არჩევნების მშვიდობით ჩატარება, რომელიც გუშინ გაიმართა. ეს იმის ნიშანია, რომ საქართველოში სიყვარულის გრძნობა ღვივდება. მაგრამ ამავე დროს მსურს გითხრათ, რომ ეს გამარჯვება არა მარტო ერთი პარტიის, არამედ მთელი საქართველოს გამარჯვებაა. ვინც თვლის, რომ დამარცხდა, ისიც კი გამარჯვებულია და მე ყველას გილოცავთ“, — განაცხადა პატრიარქმა.

ილია მეორემ გამარჯვებულ პარტიას განსაკუთრებული გულისხმიერებისა და სიყვარულის გამოვლენა სთხოვა იმ ადამიანების მიმართ, ვინც დამარცხებულად გრძნობენ თავს.

ყველა ახალი ამბავი
0