შეჭირვებულთათვის თბილ ტანსაცმელს შეაგროვებენ

© Flickr / Robert Sheieთბილი ტანსაცმელი
თბილი ტანსაცმელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სოციალურად შეჭირვებულთათვის დახმარების ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა აქვს მიიტანოს ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და საოჯახო ნივთები.

თბილისი, 11 ოქტომბერი— Sputnik. შეჭირვებული მოსახლეობის დასახმარებლად ქვეყანაში ახალი სოციალური პროექტი იღებს სტარტს.

საქველმოქმედო აქცია პერმანენტულად ჩატარდება. პირველი ეტაპი 5-26 ოქტომბრის ფარგლებში იმართება. სამი კვირის განმავლობაში 15:00-დან 20:00 საათამდე პერიოდში ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ექნება თბილი ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და საყოფაცხოვრებო ნივთები ეროვნული ბიბლიოთეკის მეორე კორპუსში მიიტანოს.

ბავშვთა სახლები ქობულეთში - Sputnik საქართველო
ქობულეთში საოჯახო ტიპის ორი ბავშვთა სახლი გაიხსნა

შეგროვებული ნივთები საქართველოს რაიონულ ცენტრებში გადაიგზავნება, სადაც სოციალური პროექტის წარმომადგენლები მათ შეჭირვებულ მოსახლეობას გადასცემენ.

პროექტის ინიციატორია აკო სინჯიკაშვილი, რომელიც ქველმოქმედებას ეწევა. მან პირობა დადო, რომ პროექტი მანამდე გაგრძელდება, ვიდრე ქვეყანაში სოციალურად დაუცველ ადამიანებს თბილ ტანსაცმელზე მოთხოვნილება ექნებათ.

სინჯიკაშვილი საზოგადოებას პროექტში მონაწილეობისკენ მოუწოდებს, განსაკუთრებით რეგიონებში, სადაც მას კოორდინატორები სჭირდება, რომელთა მეშვეობითაც მოხდება ტანსაცმლის დარიგება.

„ვაჩვენოთ ყველას, როგორ შეიძლება ბევრი საქმე აკეთო და ფული არ დახარჯო… თუ არავინ დაგვეხმარება, მაშინ ჩვენ თვითონ ვიზრუნოთ ერთმანეთზე“, — წერს სინჯიკაშვილი.

პროექტის ფარგლებში დახმარების მსურველთათვის ბანკში ანგარიშიც არის გახსნილი.

ყველა ახალი ამბავი
0