პუტინმა პარიზში ვიზიტი გააუქმა

© photo: Sputnik / Alexey Filippovვლადიმირ პუტინი
ვლადიმირ პუტინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა აღნიშნა, რომ საჭიროა „კომფორტულ პერიოდამდე“ მოცდა. საფრანგეთში სირიასა და უკრაინაში არსებული ვითარების განხილვა იგეგმებოდა.

თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, პროგრამიდან ზოგიერთი ღონისძიების ამოღების გამო, პარიზში ვიზიტის გაუქმება გადაწყვიტა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ სახელმწიფოს მეთაურის პრეს-მდივნის დმიტრი პესკოვის ინფორმაციაზე დაყრდნობით.

მანამდე სააგენტო „როიტერმა“ საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდის ადმინისტრაციაში ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით განაცხადა, რომ მოსკოვმა პარიზს პუტინის ვიზიტის გადადების თაობაზე აუწყა.

„პრეზიდენტმა ვიზიტის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო. საქმე ისაა, რომ იგეგმებოდა ზოგიერთი ღონისძიება, რომლებიც დაკავშირებულია რუსული კულტურულ-სასულიერო ცენტრის გახსნასთან, ერთ-ერთი გამოფენის გამართვასთან. სამწუხაროდ, ეს ღონისძიებები პროგრამიდან ამოვარდა, ამიტომ პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება, ჯერჯერობით საფრანგეთში ვიზიტი გააუქმოს“, — განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.

ვლადიმირ პუტინი - Sputnik საქართველო
ვლადიმერ პუტინი ირწმუნება, რომ დამოუკიდებელი და ძლიერი უკრაინის მომხრეა

თხოვნაზე, დააზუსტოს, თუ რატომ ამოვარდა ეს ღონისძიებები ვიზიტის პროგრამიდან, რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა უპასუხა: „ეს კითხვა ფრანგულ მხარეს უნდა დაუსვათ“.

ამავე დროს, მან აღნიშნა, რომ პუტინი მზადაა, განიხილოს საფრანგეთში ვიზიტის შესაძლებლობა იმ ვადებში, რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდისთვის კომფორტული იქნება.

„თავის ფრანგ კოლეგასთან კონტაქტის დასაწყისშივე პრეზიდენტი პუტინი აღნიშნავდა, რომ ის მზად იქნება პარიზში ჩასასვლელად მაშინ, როცა ეს პრეზიდენტ ოლანდისთვის იქნება კომფორტული. ამიტომ დაველოდებით, როდის დადგება ეს კომფორტული დრო და პრეზიდენტი კვლავ განიხილავს ამგვარი ვიზიტის შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, თუ ასეთი საკითხი დღის წესრიგში დადგება“, — განაცხადა პესკოვმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა თავის ფრანგ კოლეგა მარკ ეიროსთან მოსკოვში შეხვედრისას განაცხადა, რომ პუტინი 19 ოქტომბერს საფრანგეთს ვიზიტით ეწვევა, სადაც ფრანსუა ოლანდთან სირიასა და უკრაინაში არსებულ ვითარებაზე იმსჯელებს. ოლანდმა ტელეარხ TMC-სთან ინტერვიუში პუტინთან შეხვედრის სარგებლობაზე რიტორიკული კითხვა დასვა.

ყველა ახალი ამბავი
0