ვლადიმერ პუტინი ირწმუნება, რომ დამოუკიდებელი და ძლიერი უკრაინის მომხრეა

© photo: Sputnik / Alexey Filippovვლადიმირ პუტინი
ვლადიმირ პუტინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვლადიმერ პუტინი ირწმუნება, რომ მოსკოვი ყველაფერს გააკეთებს, რაც მასზეა დამოკიდებული, რომ ეს ამოცანა განხორციელდეს, თუმცა პრინციპული პრობლემები თავად კიევმა უნდა გადაჭრას.

თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. რუსეთს სურს, რომ უკრაინა დამოუკიდებელ და ძლიერ სახელმწიფოდ იხილოს, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა.

„ჩვენ გვსურს, რომ უკრაინა ვითარდებოდეს როგორც დამოუკიდებელი, თვითმყოფადი სახელმწიფო, ეკონომიკურად და ყველა მხრივ ძლიერი, რათა საიმედო და სტაბილური პარტნიორი გვყავდეს. ეს სრულად შეესაბამება ჩვენს ეროვნულ სახელმწიფოებრივ ინტერსებს“, — ციტირებს პრეზიდენტ პუტინის სიტყვებს საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

ვლადიმერ პუტინი ირწმუნება, რომ მოსკოვი ყველაფერს გააკეთებს, რაც მასზეა დამოკიდებული, რომ ეს ამოცანა განხორციელდეს, თუმცა პრინციპული პრობლემები თავად კიევმა უნდა გადაჭრას.

„ყველაფერს გავაკეთებთ, რაც ჩვენზეა დამოკიდებული ამ მიზნის მისაღწევად, მაგრამ ცალმხრივად ამის გაკეთება ჩვენ არ შეგვიძლია. არ შეგვიძლია, მაგალითად, უკრაინის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა. ეს თავად უკრაინის გასაკეთებელია, უკრაინის ხელმძღვანელობისა. არ შეგვიძლია უკრაინის პრეზიდენტის ნაცვლად ამნისტიის კანონზე ხელის მოწერა, საარჩევნო კანონის მიღება“, — დაამატა პრეზიდენტმა.

ყველა ახალი ამბავი
0