თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. სამეცნიერო ტექნიკური ცენტრის „დელტას“ თანამშრომლებმა კახეთის რეგიონში სეტყვის ღრუბლები გაანეიტრალეს, ამის შესახებ სსსტც „დელტა“ იტყობინება.
ახმეტის, თელავის, ყვარლის და ლაგოდეხის რაიონების თავზე სამხრეთ-დასავლეთიდან შემომავალი სეტყვასაშიში ღრუბლის ფრონტი დაფიქსირდა.
ორშაბათს, 20:15 საათისთვის ღრუბლებმა III-IV კატეგორიას მიაღწია. სეტყვის მოსვლის ალბათობა 80 % იყო, მოსალოდნელი სეტყვის მარცვლების ზომა 20-30 მმ.
20:30 საათიდან 21:13 საათამდე სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის საშუალებით ღრუბლების სარაკეტო დამუშავება ეტაპობრივად განხორციელდა.
გასროლილ იქნა 30 ერთეულამდე რაკეტა, რის შედეგადაც სეტყვასაშიში ატმოსფერული პროცესები შესუსტდა და ნალექი წვიმის და უწვრილესი სეტყვის მარცვლების სახით ჩამოიცალა.
სეტყვის საწუნააღმდეგ0ო დანადგარი კახეთში 2015 წელს დაიდგა. მას შეუძლია სეტყვასაშიში ღრუბლების აღმოჩენა და მისი განეიტრალება საწყის სტადიაში. კახეთის ყველა რაიონში მოწყობილია საცეცხლე წერტილები, გარდა ამისა განიხილება აღნიშნული დანადგარის სხვა რეგიონებში განთავსების საკითხიც.