აღმოსავლეთ საქართველოში სეტყვა თავიდან აიცილეს

© FB / STC Deltaსეტყვასაწინააღმდეგო მოწყობილობა СД-26
სეტყვასაწინააღმდეგო მოწყობილობა СД-26 - Sputnik საქართველო
გამოწერა
სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტების წყალობით ნალექი წვიმის სახით მოვიდა.

თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრ „დელტას“ თანამშრომლებმა 14 და 15 სექტემბერს კახეთში სეტყვასაშიში ღრუბლები გაფანტეს.

საგარეჯოს, გურჯაანისა და ახმეტის რაიონებში 14 სექტემბერს საღამოს დასავლეთიდან ფრონტალური ღრუბლის მასები გავრცელდა. მოგვიანებით ის ყვარლის, ლაგოდეხისა და სიღნაღის რაიონეშიც გავრცელდა.

ლაგოდეხი - Sputnik საქართველო
უამინდობამ ლაგოდეხის რაიონის მოსახლეობა დააზარალა

სეტყვის საშიშროებამ 80%-ს მიაღწია. მოსალოდნელი სეტყვის მარცვლების ზომა 10-15 მმ იყო, რასაც მოსავლის დაზიანება შეეძლო.

„დელტას“ თანამშრომლებმა ღრუბლის მასისთვის სეტყვასაწინააღმდეგო რაკეტების გაშვების გადაწყვეტილება მიიღო, რითიც სეტყვა თავიდან იქნა არიდებული, აღნიშნულია „დელტას“ პრეს-სამსახურის განცხადებაში.

მომდევნო დღეს სეტყვასაშიში ღრუბლები კვლავ გამოჩნდა ყვარლის, საგარეჯოს, გურჯაანისა და თელავის რაიონებში, რომლებიც ასევე გაანეიტრალეს. ამ ღრუბლების დამუშავების შემდეგ, როგორც 14, ისე 15 სექტემბერს, ნალექი წვიმის სახით მოვიდა.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ 14 სექტემბრის 19:43 საათიდან 15 სექტემბრის 03:05 საათამდე ღრუბლების სარაკეტო დამუშავება ეტაპობრივად განხორციელდა. გასროლილ იქნა 60 ერთეულამდე სეტყვასაწინააღმდეგო რაკეტა.

სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა კახეთში 2015 წელს დამონტაჟდა.

ყველა ახალი ამბავი
0