თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. სამეგრელოს სოფელ ლიას მცხოვრებმა მშობიარობის შემდეგ ჩვილი დაახრჩო, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
მკვდარი ბავშვი სახლის საპირფარეშოში აღმოაჩინეს, წერს რადიო „პირველი რადიო“. ქალი ორმოც წლამდე ასაკისაა.
მან უკვე აღიარა ჩადენილი დანაშაული და ამჟამად პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ, მშობიარობის შემდგომი გართულებების გამო, საავადმყოფოში იმყოფება. გამოჯანმრთელების შემდეგ მას დააკავებენ.
ბრალდებული ქვრივია, ქმრის სახლში სამ ბავშვთან ერთად ცხოვრობს. როგორც ჩანს, ეს არასასურველი ორსულობა იყო.
სისხლის სამართლის საქმე აღძრულია საქართველოს სსკ-ის მუხლით „დედის მიერ ახალშობოლის განზრახ მკვლელობა”. დანაშაული სამიდან ხუთ წლამდე პატიმრობით ისჯება.