თბილისში 16 წლის მოზარდი თანატოლმა დანით მოკლა

© photo: Sputnik / Alexander imedashvili112
112 - Sputnik საქართველო
გამოწერა
თვითმხილველების მტკიცებით, მოზარდები მეგობრები იყვნენ. ინციდენტის მიზეზი უცნობია.

თბილისი, 30 სექტემბერი – Sputnik. ზემო ფონიჭალაში 16 წლის მოზარდის განზრახ მკვლელობისთვის სამართალდამცველებმა ერთი მოზარდი დააკავეს, იუწყება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახური.

ინციდენტი გუშინ, საღამოს რუსთავში მოხდა. ქართული საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ამ დროს ზემო ფონიჭალაში პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატ ბექა ოდიშარიას მხარდამჭერი კონცერტი მიმდინარეობდა.

თბილისის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო
მკვლელობისათვის მამაკაცს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

მოზარდებს შორის ჩხუბი საკონცერტო სცენიდან მოშორებით მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, მოზარდი გულ-მკერდის არეში დაიჭრა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.

მსუბუქი დაზიანება მიიღო კიდევ ერთმა მოზარდმა. თვითმხილველები მომხდარის მიზეზებს ვერ ასახელებენ, თუმცა ირწმუნებიან, რომ ჩხუბში მონაწილე პირები მეგობრები იყვნენ.

დანაშულის იარაღი — დანა სამართალდამცველებმა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

მომხდარ ფაქტზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე „განზრახ მკვლელობის“ მუხლით, რაც 7-დან 15-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0