ახალწვეულები შსს-ს ობიექტების დაცვის სამსახურშია ჩადგნენ

© Photo: Courtesy of Ministry of Internal Affairs of Georgiaსამხედრო ფიცი თბილისში, გორსა და ქუთაისში 384-მა ახალწვეულმა დადო
სამხედრო ფიცი თბილისში, გორსა და ქუთაისში 384-მა ახალწვეულმა დადო - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამხედრო ფიცი თბილისში, გორსა და ქუთაისში 384-მა ახალწვეულმა დადო.

თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის 384 ახალწვეულმა თბილისში, გორსა და ქუთაისში სამხედრო ფიცი დადო. ისინი ერთი წლის განმავლობაში შსს-ს ობიექტებს დაიცავენ, იტყობინება შსს-ს პრესსამსახური.

ფიცის დადების ცერემონიალს შს მინისტრის მოადგილე მერაბ მალანია, დეპარტამენტის თანამშრომლები და ახალწვეულთა ოჯახის წევრები დაესწრნენ.

„მე მინდოდა შსს-ს ობიექტების დაცვის დეპარტამენტში ჩავრიცხულიყავი სავალდებულო სამსახურის გასავლელად. ჩვენ გავიარეთ საბაზისო და სპეციალური პროგრამა. ჩვენთვის დღევანდელი დღე მნიშვნელოვანია რადგან ფიცი დავდეთ სამშობლოსა და ღმერთის წინაშე. სიტყვას ვიძლევი, რომ კეთილსინდისიერად ვიმსახურებ. ვამაყობ იმით, რომ ცემი ქვეყნის ჯარისკაცი ვარ“, — თქვა რიგითმა გრიგოლ ლომსაძემ. 

სამხედროები - Sputnik საქართველო
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საკონტრაქტო სამსახურში მოქალაქეთა მიღებას იწყებს

ახალწვეულები ერთწლიან სავალდებულო სამხედრო სამსახურს შსს-ს ობიექტების დაცვის დეპარტამენტში გაივლიან. ისინი სამხედრო საქმეს შეისწავლიან და პროფესიონალი ჯარისკაცისთვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს შეიძენენ, უზრუნველყოფილი იქნებიან უფასო სამედიცინო მომსახურებით, უფასო კვებით და ისარგებლებენ მოკლევადიანი შვებულებით, ასევე, მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივ სპორტულ ღონისძიებებში.

სამხედრო სავალდებულო სამსახურის დასრულების შემდეგ წარჩინებულ ვადიან სამხედრო მოსამსახურეებს სერთიფიკატები გადაეცემათ. შესაბამისი კონკურსის გავლის შემთხვევაში, ისინი შსს-ს სხვადასხვა დანაყოფში დასაქმდებიან.


ყველა ახალი ამბავი
0