თბილისი - შემოდგომაზე ბავშვებთან ერთად სამოგზაურო ქალაქების ტოპ-ათეულშია

© Sputnik / Levan Avlabreliთბილისური შემოდგომა
თბილისური შემოდგომა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს დედაქალაქში რუსი ტურისტები ბავშვებთან ერთად საშემოდგომო არდადეგებზე საშუალოდ 3,5 დღით ჩამოვლენ.

თბილისი, 10 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს დედაქალაქი იმ პოპულარული ქალაქების ათეულში მოხვდა, სადაც რუს ტურისტებს სურვილი აქვთ ბავშვებთან ერთად ჩამოვიდნენ საშემოდგომო არდადეგებზე. რეიტინგი სასტუმროთა მოძიების ინტერნეტ-სერვისმა RoomGuru.ru-მ შეადგინა. 

Top-list შეიქმნა  29 ოქტომბრიდან 6 ნოემბრამდე ბავშვებთან ერთად მოგზაურობისათვის სასტუმროებისა და აპარტამენტების საძიებო სისტემის საფუძველზე. 

Top-10-ში შევიდნენ ქალაქები მინსკი, ვილნიუსი, რიგა, ბაქო, ტალინი, თბილისი, პრაღა, ბუდაპეშტი, ერევანი, და ჰელსინკი.

საახალწლო მორთულობა - Sputnik საქართველო
თბილისი რუსეთის მოქალაქეებისთვის საახალწლოდ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია
 

RoomGuru.ru-ს მოაცემებით,   საქართველოს დედაქალაქში ტურისტები სკოლის საშემოდგომო არდადეგებისათვის საშუალოდ 3,5 დღით ჩამოვლენ და დღე-ღამეში სასტუმროში 54 ევროს გადაიხდიან. 

ყველაზე ხანგრძლივ მოგზაურობას საშემოდგომო არდადეგებზე რუსი ტურისტები ბუდაპეშტში გეგმავენ, სადაც სასტუმროებში საშუალოდ 51 დოლარს გადაიხდიან, ხოლო ვილნიუსი ყველაზე იაფი ქალაქი იქნება საშემოდგომო არდადეგების იქ გატარების მსურველთათვის.

ТурСтат-ის ინფორმაციით 2016 წელს, გასულ წელთან შედარებით,  20%-ით გაიზარდა იმ რუსი ტურისტების რიცხვი, რომელთაც ბავშვებთან ერთად სურთ დსთ-ს და ახლო უცხოეთის ქვეყნებში იმოგზაურონ. 

გარდა ამისა, რუსეთის იმ ქალაქების ხუთეულში, სადაც რუს ტურისტებს ბავშვებთან ერთად სურთ მოგზაურობა, მოხვდა მოსკოვი, სანკტ-პეტერბურგი, კაზანი, სოჭი და ეკატერინბურგი. 

ყველა ახალი ამბავი
0