ჩხუბში დაზარალებულ ქვემო ქართლის პოლიციის უფროსის მოადგილეს ოპერაცია გაუკეთეს

© photo: Sputnik / Alexey Kudenko / გადასვლა მედიაბანკშისაავადმყოფო
საავადმყოფო - Sputnik საქართველო
გამოწერა
კიდევ ოთხი დაზარალებული პოლიციელი, რომელიც შაბათს მარნეულის რაიონის სოფელ კიზილაჯლოში საარჩევნო უბანზე მომხდარი ჩხუბისას დაშავდა, საავადმყოფოებიდან გაწერეს.

თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე რამინ ისმაილოვი, რომელიც საარჩევნო უბანზე მომხდარი მასობრივი ჩხუბისას დაშავდა, საავადმყოფოში იმყოფება, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“ შსს-ზე დაყრდნობით. 

შაბათს, მარნეულის რაიონის სოფელ კიზილაჯლოში მომხდარი ინციდენტის მსვლელობისას ხუთი პოლიციელი დაშავდა. როგორც შსს-ში განაცხადეს, აყალმაყალი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და ბლოკ „ პაატა ბურჭულაძე — სახელმწიფო ხალხისათვის“ მომხრეებმა მოაწყვეს. 

საქართველოს შსს - Sputnik საქართველო
არჩევნები საქართველოში: შსს-ის განცხადება ინციდენტებისა და დაპირისპირებების თაობაზე

კენჭისყრის დროს, ისინი შეეცადნენ შეჭრილიყვნენ საარჩევნო უბანზე და საარჩევნო ყუთი ბიულეტენებით გაეტაცებინათ.

„ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე რომან ისმაილოვი ერთ-ერთი ხუთ დაშავებულ პოლიციელს შორის, ინგოროყვას კლინიკაში რჩება. მას ოპერაცია გაუკეთდა და ამჟამად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ოთხი პოლიციელი უკვე გამოწერეს. ისინი მკურნალობას განაგრძობენ“, — თქვა შსს-ს პრესსამსახურის წარმომადგენელმა.  

შაბათს, გვიან ღამით ისმაილოვი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა მოინახულა. 

 

ყველა ახალი ამბავი
0