„ქართული ოცნება“: პარტიებმა ამომრჩევლის არჩევანს პატივი უნდა სცენ

© Sputnik / Alexander Imedashviliირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ არჩევნები, თუ არ ჩავთვლით ოპოზიციის მიერ პროვოცირებულ ცალკეულ ინციდენტებს, მშვიდ გარემოში ჩატარდა.

თბილისი, 9 ოქტომბერი – Sputnik. მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ საპარლამენტო არჩევნებზე დამაჯერებელ გამარჯვებას მიაღწია, და ოპოზიციამ ამომრჩევლის ნებას პატივი უნდა სცეს, განაცხადა პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე.

ამ დროისთვის ცესკომ საარჩევნო უბნების 70,48%–ის მონაცემები დაითვალა. ბოლო მონაცემებით, პროპორციული სისტემით ლიდერობს „ქართული ოცნება“ (49,65%), ხოლო „ნაციონალ მოძრაობას 26,63% აქვს. დანარჩენი პარტიები 5%–იან ბარიერს ვერ ლახავენ.

გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნები შეაფასა

„ქართულ ოცნებას“ მხარი დაუჭირა ამომრჩეველთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ და ჩვენი პარტია მაღალი ლეგიტიმაციით განაგრძობს ზრუნვას ქვეყნის განვითარებაზე… ჩვენ მოვუწოდებთ ყველა საარჩევნო სუბიექტს, პატივი სცენ ამომრჩევლის მიერ გამოხატულ ნებას“, – განაცხადა კობახიძემ და ამომრჩეველს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

მან აღნიშნა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშები და არასამთავრობო ორგანიზაციების პარალელური გამოკითხვების შედეგები დაადასტურებენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწა მონაცემებს.

„ჩვენმა 20-ზე მეტმა კანდიდატმა პირველივე ტურში მოიგო საპარლამენტო არჩევნები მაჟორიტარულ არჩევნებში. პირველი ტურის შედეგი ცხადყოფს, რომ „ქართული ოცნება“ მოიგებს ყველა მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქს მეორე ტურში“, – განაცხადა კობახიძემ.

საია, ანა ნაცვლიშვილი - Sputnik საქართველო
საია: სამწუხაროდ, ვერ ვიტყვი, რომ ეს იყო სამაგალითოდ ჩატარებული არჩევნები

მან ასევე აღნიშნა, რომ არჩევნები 3,6 ათასზე მეტ საარჩევნო უბანზე უპრეცედენტოდ მშვიდობიან გარემოში ჩატარდა, სერიოზული ინციდენტები მხოლოდ რამდენიმე საარჩევნო უბანზე მოხდა.

კობახიძემ აღნიშნა მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯოში, №48 უბანზე მომხდარი ჩხუბი, რომლის პროვოცირებაც, მისი განცხადებით, ენმ–ის აქტივისტებმა მიაწყვეს. ინციდენტის შედეგად დაშავდა რამდენიმე პოლიციელი და რაიონული პოლიციის უფროსი.

„ჩვენ ვაფრთხილებთ ადგილობრივ და საერთაშორისო დამკვირვებლებს, რომ  „ნაციონალური მოძრაობა“ შეეცდებოდა არჩევნების დღეს ამგვარი პროვოკაციის მოწყობას, რათა ტელევიზიით წარმოეჩინა ხელოვნურად პროვოცირებული ძალადობრივი სცენები და მათ ჩრდილი მიეყენებინა საარჩევნო პროცესისთვის“, – განაცხადა კობახიძემ.

სატელევიზიო ეთერის უდიდესი ნაწილი გუშინ, სამწუხაროდ, მარნეულის ინციდენტს მიეძღვნა, აღნიშნა მან.
 „ამ პროვოკაციების ავტორებმა აუცილებლად უნდა აგონ პასუხი კანონის წინაშე“, – განაცხადა კობახიძემ.

ყველა ახალი ამბავი
0