ხუხაშვილი: მარნეულში დიდი სიფრთხილე გვმართებს

© Facebook / Gia Khukhashviliგია ხუხაშვილი
გია ხუხაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
აღნიშნულ ინციდენტში „ქართულმა ოცნებამ“ „ნაციონალური მოძრაობა“ დაადანაშაულა, ხოლო ყოფილმა მმართველმა პარტიამ კი დაძაბულობის პროვოცირებაში „ქართულ ოცნებას“ დასდო ბრალი.

თბილისი, 8 ოქტომბერი — Sputnik. მარნეულში მომხდარი ინცინდენტი ძალიან სახიფათოა, განუცხადა “ Sputnik”-ს ექსპერტმა   გია ხუხაშვილს. 

შს სამინისტრო - Sputnik საქართველო
შს სამინისტრო მარნეულში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მარნეულში №48-ე საარჩევნო უბანზე დაძაბულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთ-ერთმა ამომრჩეველმა მარკირების ხელახლა გავლა სცადა. საარჩევნო უბანთან შეკრებილი ადამიანები ქვების სროლითა და ხელკეტების გამოყენებით ცდილობდენ უბანზე შეღწევას, სადაც საპატრულო პოლიცია, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და დამკვირვებლები იმყოფებოდნენ.

„მარნეულის ინცინდენტი ძალიან სახიფათოა, იმედია ყველაფერი კარგად დასრულდება  და სიტუაცია კონტროლირებადი იქნება. იქიდან გამომდინარე, რომ ეს რაიონი ეროვნული უმცირესობებით არის დასახლებული, ეს თემა განსაკუთრებულად სენსიტიურია და იქ ძალიან დიდი სიფრთხილე გვმართებს“,  —აღნიშნა გია ხუხაშვილმა.

აღნიშნულ ინციდენტში  „ქართულმა ოცნებამ“ „ნაციონალური მოძრაობა“ დაადანაშაულა, ხოლო ყოფილმა მმართველმა პარტიამ კი დაძაბულობის პროვოცირებაში „ქართულ ოცნებას“ დასდო ბრალი.

ყველა ახალი ამბავი
0