თბილისი, 8 ოქტომბერი — Sputnik. საუბნო საარჩევნო კომისიები საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აჯამებენ, განაცხადეს ცესკოში.
ამავე დროს ცესკოში მიმდინარეობს სხდომა, რომელზეც ითვლიან იმ ქართველი სამხედროების ხმებს, რომელთაც ხმა 5 ოქტომბერს ავღანეთში მისცეს.
ყველა დანარჩენმა საქართველოს მოქალაქეებმა როგორც ქვეყანაში, ისე ქვეყნის გარეთ ხმა შაბათს მისცეს.
არჩევნებში 19 პარტია, 6 საარჩევნო ბლოკი და დამოუკიდებელი კანდიდატები მონაწილეობდნენ.