საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე საარჩევნო უბნები დაიხურა

გამოწერა
არჩევნების წინასწარი შედეგები კვირას, 06:00 საათისთვის გახდება ცნობილი.

თბილისი, 8 ოქტომბერი – Sputnik. საარჩევნო უბნები საპარლამენტო არჩევნებზე შაბათს, 20:00 საათზე დაიხურა.

ცესკოს მონაცემებით, ქვეყანაში შეიქმნა 73 საარჩევნო ოლქი და 3645 საარჩევნო უბანი. მათ 08:00–იდან 20:00 საათამდე იმუშავეს. ამომრჩეველთა რაოდენობა 3,51 მლნ ადამიანზე მეტს შეადგენს.

17:00 საათისთვის არჩევნებზე გამოცხადებული ამომრჩევლის რაოდენობა 42,05%–ს, ანუ 1,477 მლნ ადამიანს შეადგენდა.

არჩევნების წინასწარი შედეგები, სავარაუდოდ, კვირას, დილის 6 საათზე იქნება ცნობილი.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში შერეული სისტემით ტარდება — 77 დეპუტატი პარტიული სიით (პროპორციული სისტემა), 73 დეპუტატი კი ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში (მაჟორიტარული წესი) მონაწილე კანდიდატებიდან აირჩევა.

„პარტიული“ ადგილებისთვის 19 პარტია და ექვსი საარჩევნო ბლოკი იბრძვის. მათ, პარლამენტში მოსახვედრად, ამომრჩევლის ხმათა მინიმუმ 5% უნდა დააგროვონ. მაჟორიტარმა კანდიდატმა კი 50%–ს + 1 ხმა უნდა მიიღოს.

ყველა ახალი ამბავი
0