თბილისი, 8 ოქტომბერი — Sputnik. მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელი კანდიდატის, ილია კოკაიას წარმომადგენლები ზესტაფონის ოლქის რამდენიმე საარჩევნო უბანზე ამომრჩევლებს ფულს ურიგებდნენ, აცხადებენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები.
აგიტატორი, რომელიც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერად ასაღებდა თავს, ფულს იმათ აძლევდა, ვინც საარჩევნო უბნებიდან გამოდიოდა და კოკაიას სასარგებლოდ მიცემული ხმის მტკიცებულებას წარადგენდა.
მისი თქმით, ეს დავალება ვინმე რეზო გოგოლაძისგან მიიღო.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, რეზო გოგოლაძე ილია კოკაიას წარმომადგენელია.
© Sputnikამომრჩევლის აქტიურობა 15:00 საათისთვის
ამომრჩევლის აქტიურობა 15:00 საათისთვის
© Sputnik