თბილისი, 8 ოქტომბერი — Sputnik. „საქართველოს ლეიბორისტული პარტიის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს 50 ათასი აშშ დოლარის ოდენობის ქრტამი შესტავაზეს, განაცხადა პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.
დღეს საქართველოს მოქალაქეები მეცხრე მოწვევის პარლამენტის დეპუტატებს ირჩევენ, რომელშიც 19 პოლიტიკური პარტია, 6 საარჩევნო ბლოკი და დამოუკიდებელი კანდიდატები მონაწილეობენ.
„ჩვენს მაჟორიტარ კანდიდატს ერთ-ერთ რაიონში 50 ათასი აშშ დოლარი შესთავაზეს, რათა ის დანებდეს და კაპიტულაცია გამოაცხადოს“, — განაცხადა ნათელაშვილმა, რომელმაც დასძინა, რომ აღნიშნულ თანხა კანდიდატს დღეს შესთავაზეს.
20:00 საათზე საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ, ცნობილი გახდება ორი ეგზიტპოლის შედეგები, რომელსაც გამოაქვეყნებს ცალკე ტელეკომპანია „რუსთავი 2“ და ცალკე ტელეკომპანიები „მაესტრო“, „იმედი“, GDS და საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი.