ენმ დარწმუნებულია, რომ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა

© REUTERS / David Mdzinarishviliდავით ბაქრაძე
დავით ბაქრაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
დავით ბაქრაძე ირწმუნება, რომ „ნაციონალების“ მხარდამჭერთა 33%–მა ამის შესახებ ხმამაღლა არ განაცხადა.

თბილისი, 8 ოქტომბერი – Sputnik. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ–ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ რწმენა გამოთქვა, რომ საპარლამენტო არჩევნების ხმების დათვლის შედეგები პარტიის გამარჯვებას დაადასტურებს.

ეგზიტპოლების წინასწარმა შედეგებმა აჩვენა, რომ ხმათა უმრავლესობით მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა. ერთ–ერთი ეგზიტპოლი ტელეკომპანია „რუსთავი2“–მა ამერიკულ კომპანია GfK–ს შეუკვეთა, რომლის შედეგებითაც პარტიას „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ 39,9% აქვს, ხოლო „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ – 32,74%.

„დაშინების, დაზაფრვის იმ კლიმატში, რომელიც შექმნა ხელისუფლებამ, ბუნებრივია, რომ ამომრჩევლის 33%–მა უარი განაცხადა, ეპასუხა ეგზიტპოლის შეკითხვაზე. ჩვენ გვაქვს ყველა საფუძველი, ვივარაუდოთ, რომ ხმების დათვლის შედეგად, იმ 33%–ის ძალიან დიდი ნაწილი, რომელმაც უარი განაცხადა საკუთარი არჩევნის დასახელებაზე, არის სწორედ „ნაციონალური მოძრაობის მომხრე“, – განუცხადა ბაქრაძემ ჟურნალისტებს ეგზიტპოლების შედეგების გამოცხადების შემდეგ.

ქართული ოცნება - Sputnik საქართველო
ეგზიტპოლის შედეგების შემდეგ პრემიერმა საქართველოს გამარჯვება მიულოცა

ბაქრაძე ენმ–ის პარტიული სიის პირველი ნომერია.

კიდევ ერთი ეგზიტპოლი ოთხი ტელეკომპანიის: „იმედის“, „მაესტროს“, GDS–ისა და საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის დაკვეთით ჩატარდა. მისი შედეგები არსებითანდ განსხვავებულია – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ 53,8%–ს, ხოლო ენმ – 19,5%–ს იღებს.

საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობდნენ 19 პარტია, 6 საარჩევნ ბლოკი და დამოუკიდებელი კანდიდატები.


ყველა ახალი ამბავი
0