ეგზიტპოლის შედეგების შემდეგ პრემიერმა საქართველოს გამარჯვება მიულოცა

© Sputnik / Alexander Imedashvili"ქართული ოცნება"
ქართული ოცნება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ორი ეგზიტპოლის მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებზე მმართვლი პარტია ლიდერობს.

თბილისი, 8 ოქტომბერი – Sputnik. ეგზიტპოლების შედეგების გამოცხადების შემდეგ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ქვეყნის მოსახლეობას საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. 

მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ხმათა 53,8%–ს, ხოლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 19,5%–ს იღებს, ასეთია ოთხი ტელეკომპანიის: „იმედის“, „მაესტროს“, GDS–ისა და საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის შეკვეთით ჩატარებული ეგზითპოლის შედეგები. ეგზითპოლი ამერიკულმა კომპანია TNS–მა ჩაატარა. მეორე ეგზიტპოლის შედეგებით, რომელიც ტელეკომპანია „რუსთავი2“–მა ამერიკულ კომპანია GfK–ს შეუკვეთა, „ქართულ ოცნებას“ 39,9%, ხოლო ენმ–ს 32,74% აქვს.

„საქართველო, გილოცავ დიდ გამარჯვებას. ჩემო მეგობრებო, მინდა მოგილოცოთ ეს უდიდესი გამარჯვება ჩვენი სახელმწიფოსი, ჩვენი სამშობლოს გამარჯვება, თითოეული ჩვენგანის გამარჯვება. ეს გამარჯვება არის დიდი ბრძოლით მოპოვებული. გილოცავთ. დიდი მადლობა“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

„დღეს საქართველომ ძალიან მნიშვნელოვან კითხვას კიდევ ერთხელ გასცა პასუხი: არის თუ არა ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანის ღირსება. და რა თქმა უნდა, ეს ასეა. ყველა წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნება“ ლიდერობს“, – განაცხადა პრემიერმა.

ყველა ახალი ამბავი
0