თბილისი, 8 ოქტომბერი – Sputnik. ოთხი ტელეკომპანიის: „იმედის“, „მაესტროს“, GDS–ისა და საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის შეკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგებით მაჟორიტარულ ოლქებში მმართველი პარტიის წარმომადგენლები ლიდერობენ.
ეგზიტპოლი ამერიკულმა კომპანია TNS–მა ჩაატარა.
მთაწმინდა: დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი – 54%, ნიკოლოზ რურუა (ენმ) – 21,5%.
ვაკე: ბიძინა გეგიძე („ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“) – 58,1%, ელენე ხოშტარია (ენმ) – 16,9%.
საბურთალო: ლევან გოგიჩაიშვილი („ქართული ოცნება“) – 53,2%, სევდია უგრეხელიძე (ენმ) – 13,3%.