ცესკოს თავმჯდომარე: საარჩევნო ყუთი დაცულია

© Sputnik / Alexander Imedashviliგანცხადება არჩევნებზე
განცხადება არჩევნებზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
თამარ ჟვანიას განცხადებით, 48-ე საარჩევნო უბანზე არჩევნები შეჩერდა, სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების დაპირისპირების გამო.

თბილისი, 8 ოქტომბერი — Sputnik. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ მარბეულის 48-ე საარცევნო უბანში შექმნილ სიტუაციაზე ისაუბრა და კიდევ ერთხელ უარყო ინფორმაცია საარჩევნო ყუთის დაკარგვის შესახებ. 

„მე მინდა განცხადება გავაკეთო კონკრეტულად იმ ფაქტთან დაკავშირებით, რაც ხდება მარნეულის N48-ე საარჩევნო უბანზე, ამ შემთხვევაში უბანთან. როგორც მოგეხსენებათ გავრცელდა მცდარი ინფორმაცია, რომ თითქოს ყუთი გაქრა, დაიკარგა, რაც არ შეესაბამება სიმართლეს და ამაზე უკვე განცხადებები და დასტური გააკეთეს სადამკვირვებლო ორგანიზაციებმაც. იყო შენობაში შეღწევის მცდელობაც, ქვების სროლა, ფანჯრებია ჩალეწილი. ეს, რა თქმა უნდა, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერებისმიერ მოხდა, გარკვეული პროტესტის ნიადაგზე. თუმცა ყუთს იცავდნენ კომისიის წევრები, შიგნით გახლდათ ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენელიც, ასევე დამკვირვებლებიც და ყველა ადასტურებს, რომ ყუთი არის აბსოლუტურად დაცული, ლუქის მთლიანობები არ არის დარღვეული", — განაცხადა სპეციალურ ბრიფინგზე თამარ ჟვანიამ. 

გია ხუხაშვილი - Sputnik საქართველო
ხუხაშვილი: მარნეულში დიდი სიფრთხილე გვმართებს

მანვე აღნიშნა, რომ ყუთი დაცულობის მიზნით გადაადგილდა და იქ არსებულ ბიულეტენებს, რომლებიც კონვერტებშია განთავსებული, არანაირი საფრთხე არ შექმნია. 

"შესაბამისად, საფუძველი არ არსებობს, იმ აჟიოტაჟის რაც არის ამ შემთხვევაში 48-ე საარჩევნო უბანთან. მე მინდა ასევე აღვნიშნო, რომ პროცედურულად ახლა კენჭისყრა, ხმის მიცემა შეჩერებულია. მინდა მოვუწოდო იმ ადამიანებს, რომლებიც შეკრებილები არიან ამ უბანთან მნიშვნელობა არ აქვს ამ შემთხვევაში ვისი მხარდამჭერები არიან ისინი, რომ არჩევნებში არსებობს სამართლებრივი, ცივილური ფორმები და ყველა ადამიანი, ამ შემთხვევაში უნდა იყოს სწორედ ამ ფორმების ჩარჩოებში. უნდა დავრჩეთ სამართლებრივ ჩარჩოებში. იმ შემთხვევაში თუ არსებობს რაიმე ტიპის პრეტენზია, რა თქმა უნდა, ყველა უნდა დარჩეს სამართლებრივ ჩარჩოებში და შესაბამისად, უნდა მოხდეს სამართლებრივი კორექტირება”, — განაცხადა თამარ ჟვანიამ. 


ყველა ახალი ამბავი
0