საქართველოს სახალხო დამცველმა ქვეყანაში წინასაარჩევნო ვითარება შეაფასა

© Courtesy of Ucha Nanuashviliუჩა ნანუნაშვილი
უჩა ნანუნაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სახალხო დამცველის აზრით, დამოუკიდებელი დეპუტატის აქციის მონაწილეებზე შეიარაღებულმა თავდასხმამ და „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერის, პარლამენტის დეპუტატის ავტომობილზე თავდასხმამ წინასაარჩევნო კამპანიას ჩრდილი მიაყენა.

თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი მიიჩნევს, რომ საპარლამენტო არჩევნების წინ მომხდარი ინციდენტები ქვეყანაში საარჩევნო პროცესის ფონს ცვლის.

ყველაზე სკანდალური მოვლენები წინასაარჩევნო პერიოდში, რომლის ათვლაც 8 ივნისიდან დაიწყო, იყო თავდაცვის ყოფილ მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილზე თავდასხმა, რომელიც გორის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია, და თბილისში ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, პარლამენტის დეპუტატ გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქება.

თეა წულუკიანი - Sputnik საქართველო
იუსტიციის მინისტრმა წინასაარჩევნო კამპანიას გასაოცრად თავისუფალი უწოდა

„ბოლო პერიოდში შეიმჩნევა საკმაოდ დაძაბული ვითარება, რამდენიმე ინციდენტი, რაც ფონთან დაკავშირებით ცვლის სურათს. აუცილებელია ყველა ინციდენტი იყოს მაქსიმალურად ბოლომდე გამოძიებული“, — განაცხადა ნანუაშვილმა.

მისი განმარტებით, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებს უშუალოდ არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებზე არჩევნების მიმდინარეობის პროცესზე დაკვირვების უფლება არა აქვთ. თუმცა, 26 მობილური ჯგუფი იმუშავებს როგორც საქართველოს რეგიონებში, ისე თბილისში.

„ჩვენ ყველა შეტყობინებაზე მოვახდენთ რეაგირებას“, — აღნიშნა სახალხო დამცველმა.

საქართველოს მოქალაქეები მეცხრე მოწვევის პარლამენტის დეპუტატებს 8 ოქტომბერს აირჩევენ. არჩევნებში 19 პარტია და 6 საარჩევნო ბლოკი მონაწილეობს. არჩევნების მიმდინარეობას 51 საერთაშორისო და 91 ადგილობრივი ორგანიზაციის რამდენიმე ასეული დამკვირვებელი დააკვირდება.

© photo: Sputnikსაქართველო არჩევნებისთვის ემზადება
საქართველო არჩევნებისთვის ემზადება - Sputnik საქართველო
საქართველო არჩევნებისთვის ემზადება

 

ყველა ახალი ამბავი
0