კვირიკაშვილი: 8 ოქტომბერი ქართული დემოკრატიის გამარჯვება იქნება

© FB / Giorgi Kvirikashviliგიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართული სახელმწიფო ამომრჩევლის თითოეული ხმის დაცვის გარანტია, განაცხადა პრემიერმა.

თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. არჩევნების წინ საქართველოს მოსახლეობას პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მიმართა და მშვიდობისა და სიმშვიდისაკენ მოუწოდა. 

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 8 ოქტომბერს გაიმართება. საარჩევნო უბნები თბილისის დროით ზუსტად 8 საათზე გაიხსნება.

„ჩემო თანამემამულეებო! ხვალ ჩვენ ყველა ერთად საქართველოს მომავალს ვირჩევთ და ამით საკუთარ მომავალს განვსაზღვრავთ. ხვალ იქნება ის დღე, როდესაც თითოეული ჩვენგანი ავიღებთ პასუხისმგებლობას ჩვენი სამშობლოს წინაშე. ხვალ ხალხი გადაწყვეტს, ვის ანდობს ქვეყანას და როგორი საქართველო გვექნება შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში”, — ნათქვამია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.

აფეთქება კოლმეურნეობის მოედანზე - Sputnik საქართველო
არჩევნები საქართველოში 2016: ჩხუბები, აფეთქებები, თავდასხმები
 

ხვალინდელი არჩევნების შედეგებს განაპირობებს თითოეული ამომრჩევლის გადაწყვეტილება, თითოეული ხმა, ნათქვამია დოკუმენტში.

„არჩევნები ჩატარდება გამჭვირვალე, თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში. ყოველი თქვენგანის ხმა იქნება დაცული — ქართული სახელმწიფო არის დღეს ამის გარანტი.

"მე დარწმუნებული ვარ, რომ 2016 წლის 8 ოქტომბერი საქართველოს ისტორიაში ჩაიწერება, როგორც ქართული დემოკრატიის კიდევ ერთი გამარჯვება და ჩვენი მოქალაქეების თავისუფალი პოლიტიკური ნების გამოხატულება. მე მჯერა, რომ თქვენ გააკეთებთ სწორ არჩევანს — სტაბილურობის, ქვეყნის ევროპული მომავლის, სწრაფი განვითარების სამოქალაქო მშვიდობის და კეთილდღეობის სასარგებლოდ”, —აღნიშნავს პრემიერი. 

იგი რწმენას გამოთქვამს, რომ საქართველოში მაღალი კულტურის ერი ცხოვრობს, რომელიც სამშობლოზე წინ არაფერს დააყენებს. 


ყველა ახალი ამბავი
0