კანადური სააგენტო მზადაა, საქართველოში მსხვილი პროექტები დააფინანსოს

© Facebook / Tbilisi City Hallრაგბის სტადიონის მშენებლობა
რაგბის სტადიონის მშენებლობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
კანადელი ინვესტორები საქართველოს რეგიონებში სპორტული ნაგებობების აშენებას გეგმავენ.

თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. კანადური ექსპორტის ხელშეწყობის სააგენტო (EDC) მზადაა, მსხვილი საინვესტიციო პროექტების დასაფინანსებლად საქართველოს 120-150 მლნ აშშ დოლარის ოდენობის გრძელვადიანი სესხი გამოუყოს.

თბილისი, სანაპირო - Sputnik საქართველო
აზერბაიჯანი საქართველოს უმსხვილეს ინვესტორად რჩება

EDC დაინტერესებულია საქართველოს საინვესტიციო პოტენციალით და გრძელვადიან თანამშრომლობას გეგმავს, განაცხადეს სააგენტოს წარმომადგენლებმა საქართველოს ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურთან შეხვედრისას.

შეხვედრას ესწრებოდნენ კანადური კომპანია BEHLEN Industries-ის წარმომადგენლები, რომელიც საქართველოში საინვესტიციო პროექტებს ახორციელებს, ნათქვამია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.

პირველ ეტაპზე კომპანია თელავში, ბათუმსა და გორში სპორტულ კომპლექსებს ააშენებს, რომელთა საერთო ღირებულება დაახლოებით 33,9 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.

ყველა ახალი ამბავი
0