თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. პოლიციამ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში გერმანიის მოქალაქე დააკავა, რომელსაც 238 აბი „სუბუტექსი“ აღმოაჩნდა, აღნიშნულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
დაკავებულს რვიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს.
„სუბუტექსის“ აბები ნარკოტიკულ ნივთიერება ბუპრენორფინს შეიცავს. „სუბუტექსი“ ნარკომანიის სამკურნალოდ, ჰეროინის შემცვლელის სახით გამოიყენება, მაგრამ ნარკოდამოკიდებული ადამიანები მას ნარკოტიკული თრობის მისაღებად იღებენ.