საქართველოში ნარკოშემოწმება ახლებურად ჩატარდება

© photo: Sputnik / Олег Ласточкин / გადასვლა მედიაბანკშიმარიხუანა
მარიხუანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბრძანებაში დაზუსტებულია ნარკოლოგიური შემოწმების ჩატარების პირობები და ასევე მოცემულია ინსტრუქცია პოლიციელებისთვის.

თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში ნარკოლოგიური შემოწმება ამიერიდან პირს მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაუტარდება, თუ იგი პოლიციას წინააღმდეგობას გაუწევს ან გადაუდებელი დახმარების ცენტრ "112"- ში შესაბამისი ინფორმაცია შევა, ნათქვამია საქართველოს საკანონმდებლო მაცნის საიტზე გამოქვეყნებულ შსს ბრძანებაში. 

წარსულში პოლიციის თანამშრომლებს შეეძლოთ, საფუძვლიანი ეჭვის ნიადაგზე, ნარკოლოგიური შემოწმება ჩაეტარებინათ ნებისმიერი მოქალაქისათვის. დეპუტატმა გოგა ხაჩიძემ წამოაყენა ინიციატივა, აიკრძალოს ნარკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარება სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე. ის ირწმუნება, რომ ამჟამინდელი პრაქტიკა შეურაცხმყოფელია მოქალაქეებისათვის, ვინაიდან ნარკოტიკების მოხმარება 70%-ს არ უდასტურდება.  

საქართველოს შსს ბრძანებაში დაზუსტებულია ნარკოლოგიური შემოწმების ჩატარების პირობები და ასევე მოცემულია ინსტრუქცია პოლიციელებისთვის.  

ინსტრუქციის თანახმად, შემოწმება დასაშვებია თუ პოლიციელი ნარკოტიკის მოხმარების ფაქტის მოწმე გახდა, თუ ნარკოტიკის მოხმარებაში ეჭვმიტანილი მოქალაქე პოლიციის მხრიდან შემოწმებისას გაქცევას ან შემოწმებისთვის თავის არიდებას შეეცდება. 

ნარკოტიკებზე შემოწმება ასევე შესაძლებელი იქნება იმ შემთხვევაშიც, თუ იდენტიფიცირებული წყარო გადაუდებელი დახმარების ცენტრ "112"- ში დარეკავს ან პოლიციას მიმართავს. 


ყველა ახალი ამბავი
0