გამოკითხვა: ტრამპი კლინტონს უსწრებს

გამოწერა
Rasmussen Reports-ის ანალოგიურმა გამოკითხვამ აგვისტოს შუა რიცხვებში აჩვენა, რომ დონალდ ტრამპი ჰილარი კლინტონს 2%-ით ჩამორჩებოდა.

თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვამ აჩვენა, რომ აშშ-ის პრეზიდენტობის „რესპუბლიკელი“ კანდიდატი დონალდ ტრამპი 2%-ით უსწრებს „დემოკრატ“ ოპონენტ ჰილარი კლინტონს.

ჰილარი კლინტონი - Sputnik საქართველო
ექსპერტი: Google კლინტონის გამო არ გარისკავდა

„რესპუბლიკელ“ კანდიდატს მხარს უჭერს რესპონდენტთა 43%, ხოლო „დემოკრატ“ კანდიდატს — გამოკითხულთა 41%, ნათქვამია კომპანია Rasmussen Reports-ის ვებ-გვერდზე, რომელიც სხვადასხვა სოციოლოგიურ გამოკითხვებზეა ორიენტირებული.

ათასობით ამერიკელი მას შემდეგ გამოიკითხა, რაც ტელევიზიით აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატების დებატები გადაიცა.

Rasmussen Reports-ის ანალოგიურმა გამოკითხვამ აგვისტოს შუა რიცხვებში აჩვენა, რომ დონალდ ტრამპი ჰილარი კლინტონს 2%-ით ჩამორჩებოდა — ტრამპი 39%, კლინტონი 41%.

ყველა ახალი ამბავი
0