ექსპერტი: Google კლინტონის გამო არ გარისკავდა

© photo: Sputnik / Никита Шохов / გადასვლა მედიაბანკშიჰილარი კლინტონი
ჰილარი კლინტონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პეტრე მამრაძე ეჭვობს, რომ Google ჰილარი კლინტონს უჭერს მხარს, მაგრამ თუკი ეს მაინც დადასტურდება, პრეზიდენტობის კანდიდატი რეიტინგს დაკარგავს.

თბილისი, 13 სექტემბერი – Sputnik. კომპანია Google აშშ–ის პრეზიდენტობის კანდიდატის, დემოკრატი ჰილარი კლინტონის გამო არ გარისკავდა, აცხადებს სტრატეგიული მართვის ინსტიტუტის ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე.

მიმდინარე წლის ზაფხულში ინტერნეტით გავრცელდა  ვიდეორგოლი, რომელშიც ვინმე მეტ ლიბერმანი აჩვენებს, რომ გუგლის საძიებელი ძალიან უცნაურ და „დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატისთვის ძალიან კომპლიმენტარულ მინიშნებებს იძლეოდა. მაგალითად, როდესაც დონალდ ტრამპმა მისთვის ბრალდების წარდგენა (indictment) მოითხოვა, თუ ვინმე ამ თემის სრულად წაკითხვით დაინტერესდებოდა და Google-ს საძიებელში კლინტონის გვარის ჩაწერას დაიწყებდა, საძიებლის ავტომოკარნახე  ყველაფერს შესთავაზებდა მომხმარებელს, რაც ind-ით იწყებოდა — მაგალითად „Hillary India“ — ოღონდ არა  indictment-ს.

„პირველ რიგში, მიმაჩნია, რომ ტექნიკურად ეს ძალზე რთულია; მეორეც – ძალზე სარისკოა. სკანდალის შემთხვევაში დაიწყებენ შემოწმებას, ეს კი კანონით აკრძალულია, და Google არანაირად არ არის დაინტერესებული, რომ კომპანიამ საშინლად იზარალოს ან კლინტონის ან ვინმე სხვის გამო. ეს გამორიცხულია. რაიმე იდეების ან იდეალების გამო ასეთ რამეს არ აკეთებენ“, – აღნიშნა მამრაძემ.

თუკი Google–ის მხრიდან კლინტონის მარდაჭერა დადასტურდება, ეს პრეზიდენტობის კანდიდატის რეიტინგზე უარყოფითად აისახება, განაცხადა ექსპერტმა Sputnik–თან ინტერვიუში.

„აშშ–ის მოქალაქეები არასდროს დაუჭერენ მხარს, რომ ვინმე მანიპულირებდეს ან მაქინაციებს ეწეოდეს არჩევნების დღეს. ეს ცალსახაა“, – დაასკვნა მამრაძემ.

გაზეთ The Washington Post–ისა და ტელეარხ ABC–ს ბოლო მონაცემებით, ჰილარი კლინტონს ამომრჩეველთა 46%, ხოლო დონალდ ტრამპს – 41% უჭერს მხარს.


ყველა ახალი ამბავი
0