ბოკერია შსს-ს განცხადებას დეპუტატის აფეთქების საქმეზე უტიფარ კლოუნადას უწოდებს

გამოწერა
შს მინისტრის მოადგილემ დღეს საღამოს გააკეთა განცხადება დეპუტატ თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმის გახსნის შესახებ. ოპოზიციას ხელისუფლების არ სჯერა.

თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. დეპუტატ გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებაზე გლდანში მიმდინარე სპეცოპერაციას ნაციონალურ მოძრაობაში "უტიფარ კლოუნადას უწოდებენ". ამის შესახებ განცხადება „ერთინი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ გააკეთა.

შს მინისტრის მოადგილემ ბესიკი ამირანაშვილმა დღეს საღამოს გააკეთა განცხადება  დეპუტატ თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმის გახსნის შესახებ. ამჟამად თბილისის რამდენიმე რაიონში მიმდინარეობს სპეცოპერაცია ერთ-ერთი ეჭვმიტანილის დაკავების მიზნით. ჯერჯერობით არავინ არ არის დაკავებული. წინასწარი ინფორმაციით ერთ-ერთი ეჭვმიტანილი შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელია. 

 გიგა ბოკერია არ გამორიცხავს, რომ  ხელისუფლებამ მისთვის სასურველი ვერსიები გაავრცელოს, მითუმეტეს, რომ ამის შესახებ პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, უკვე ისაუბრა თავის პირველ შეფასებაში.

შსს-ს შენობა - Sputnik საქართველო
გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმე გახსნილია

„ამ ეტაპზე სერიოზულად რაზე უნდა ვილაპარაკოთ, არაფერი არ ვიცით. აღსანიშნავი იყო ის, რომ პროსამთავრობო ტელევიზიის ერთ-ერთი ეგზოტიკური ჟურნალისტი დაჟინებით ეკითხებოდა ყველა რესპოდენტს, უკრაინაში ხომ არ იყო ნამყოფიო. ჩვენ გვახსოვს, რომ პრემიერმინისტრმა კვირიკაშვილმა ჯერ საერთოდ გამოძიება დაწყებული არ იყო, უკვე დააანონსა ეს — უცხო ქვეყნის მოქლაქეზე და აბსოლუტურად გამჭვირვალეა აქ, რომ კიდევ ერთხელ ასეთ უტიფარ პიართან გვაქვს საქმე წინასაარჩევნოდ, ოღონდ ბინძურთან, ამ ძალიან მძიმე ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით, რომელიც მთელს ჩვენს ქვეყანას უქმნის საფრთხეს იმიტომ, რომ ამდენი წლის შემდეგ პირველად მოხდა ეს ყველაფერი. ერთ დღეში, ხვალიდან ხელისუფლება იწყებს შეცვლას და უკვე პოლიტიკური წნეხისგან და ასეთი უტიფარი რაღაც კლოუნადის გარეშე უნდა მოხდეს ამ დანაშაულის გამოძიება,“ — აცხადებს გიგა ბოკერია.

 

ყველა ახალი ამბავი
0