ბესელია: შსს მალე გაგვაცნობს დეპუტატის მანქანის აფეთქების საქმის დეტალებს

გამოწერა
საქართველოს შსს-მ განაცხადა რომ დადგენილია დეპუტატ გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებაში ეჭვმიტანილი პირების ვინაობა.

თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. ოპოზიციური პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების დეტალები უახლოეს ხანებში გახდება ცნობილი, განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ. 

შს მინისტრის მოადგილემ ბესიკი ამირანაშვილმა უკვე გააკეთა განცხადება თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმის გახსნის შესახებ. ამჟამად თბილისის რამდენიმე რაიონში მიმდინარეობს სპეცოპერაცია ერთ-ერთი ეჭვმიტანილის დაკავების მიზნით. ჯერჯერობით არავინ არ არის დაკავებული. წინასწარი ინფორმაციით ერთ-ერთი ეჭვმიტანილი შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელია. 

შსს-ს შენობა - Sputnik საქართველო
გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმე გახსნილია

„მიმდინარეობს ძალიან მნიშვნელოვანი სპეცოპერაცია დანაშაულში ეჭვმიტანილი პირის ან პირთა დაკავების მიზნით. ვფიქრობ სპეციალური ღონისძიებების დასრულებამდე უმჯობესია კომენტარებისგან თავის შეკავება. მნიშვნელოვანია, რომ გამოძიება კვალზე გავიდა დეა ძალიან მალე საზოგადოება დეტალებს შეიტყობს“, — თქვა ბესელიამ ტელეკომპანია „იბერიას“ ეთერში. 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0