https://sputnik-georgia.com/20161006/dziudos-kofilo-mcvrtnels-brali-edeba-pedofiliashi-233412508.html
საქართველოს ძიუდოს ნაკრების ყოფილ მწვრთნელს პედოფილიის ბრალდება წაუყენეს
საქართველოს ძიუდოს ნაკრების ყოფილ მწვრთნელს პედოფილიის ბრალდება წაუყენეს
Sputnik საქართველო
ძიუდოში ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონს, ავსტრიელ პეტერ ზაიზენბახერს, რომელიც ამ დროისათვის აზერბაიჯანის ძიუდოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი უჭირავს, ბრალად... 06.10.2016-ს, Sputnik საქართველო
2016-10-06T21:33+0400
2016-10-06T21:33+0400
2023-07-20T15:16+0400
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23031/11/230311192_0:160:3077:1890_1920x0_80_0_0_7b296dee067f9b0a031ba6dcaa1d9f62.jpg
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2016
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23031/11/230311192_172:0:2903:2048_1920x0_80_0_0_e9c4b3a35eb830d378ab2a26f4b54c87.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სპორტი, ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
სპორტი, ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
საქართველოს ძიუდოს ნაკრების ყოფილ მწვრთნელს პედოფილიის ბრალდება წაუყენეს
21:33 06.10.2016 (განახლებულია: 15:16 20.07.2023) ძიუდოში ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონს, ავსტრიელ პეტერ ზაიზენბახერს, რომელიც ამ დროისათვის აზერბაიჯანის ძიუდოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი უჭირავს, ბრალად ედება ორ არასრულწლოვან გოგონაზე სექსუალური ძალადობა.
თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ძიუდოს ნაკრების ყოფილ მწვრთნელს ავსტრიელ პეტერ ზაინზერბახერს პედოფილიაში წაუყენეს ბრალი, იტყობინება „Р-Спорт“.
საუბარია ძალადობაზე ორ არასრულწლოვან გოგონაზე, რომელთაც იგი 2000-იანი წლების დასაწყისში ვენაში ავარჯიშებდა.
ვენის სახელმწიფო პროკურატურა იტყობინება, რომ აღნიშნული დანაშაული ჩადენილია 1999-2004 წლების პერიოდში, მაშინ როცა ორი გოგონა 14 წლისაც არ იყო. დაზარალებულებმა ბრალდება ყოფილ მწვრთნელს 2013 წელს წამოუყენეს. თუკი 56 წლის მწვრთნელის ბრალდება დადასტურდება, მას 10 წლით პატიმრობა ემუქრება.
ზაიზენბახერი საქართველოს ნაკრებს ძიუდოში 2010 წლიდან-2012 წლამდე ავარჯიშებდა. მისი ხელმძღვანელობით ლაშა შავდათუაშვილი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა ლონდონში 66 კგ-მდე წონით კატეგორიაში.
ამ დროისათვის ზაიზებნახერი აზერბაიჯანის ძიუდოს ეროვნულ გუნდს ხელმძღვანელობს, რომელმაც რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადაზე ორი ვერცხლის მედალი მოიპოვა.