პედოფილს 23 წლით პატიმრობა შეუფარდეს

© photo: Sputnik / Ivan Rudnev / გადასვლა მედიაბანკშიკოლონია
კოლონია - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროკურატურამ სასამართლოში დაამტკიცა, რომ ბრალდებულმა ძალითა და მუქარით, ისარგებლა რა გოგონას უმწეობით, რამდენჯერმე გააუპატიურა ის.

თბილისი, 12 აპრილი — Sputnik. ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ 10 წლის გოგონას გაუპატიურებისთვის მრავალჯერ ნასამართლევ მოქალაქეს 23 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, აღნიშნულია ქვეყნის მთავარი პროკურატურის განცხადებაში.

მარჯანიშვილისი მოედანი - Sputnik საქართველო
საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა

ინციდენტი ზესტაფონში 2015 წლის ზაფხულში მოხდა. გამოძიებამ სასამართლოში დაამტკიცა, რომ ბრალდებულმა ძალითა და მუქარით, ისარგებლა რა გოგონას უმწეობით, რამდენჯერმე გააუპატიურა ის.
საქმეზე 30 მოწმე დაიკითხა.

ბრალდებული რამდენიმე დღის შემდეგ გარდაბნის რაიონის სოფელ თელეთში დააკავეს.

ბრალდებულის სახელსა და გვარს პროკურატურა არ უთითებს, მხოლოდ მის ინიციალებს აღნიშნავს.

ეს 2015 წელს საქართველოში გაუპატიურების ერთადერთი შემთხვევა არ არის. შსს-ს სტატისტიკური მონაცემებით, სულ ერთი წლის განმავლობაში 39 მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 20 გახსნილია. ორ შემთხვევაში მსხვერპლი არასრულწლოვანი იყო.

ყველა ახალი ამბავი
0