ქართველ სამშვიდობოთა ბატალიონი ავღანეთში გაემგზავრა

© Минобороны Грузииქართველი სამხედროები ავღანეთში
ქართველი სამხედროები ავღანეთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ავღანეთში გამგზავრებამდე ბატალიონმა შესაბამისი წვრთნები ჯერ საქართველოში, შემდეგ კი გერმანიაში „ვილდფლეკენისა“ და „ჰამელბურგის“ სამხედრო ბაზებზე გაიარა.

თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს შეიარაღებული ძალების 32-ე ბატალიონის პირადი შემადგენლობა, სამშვიდობო მისია „გადამწყვეტ მხარდაჭერაში“ (Resolute Support) მონაწილე ქართული კონტინგენტის როტაციის ფარგლებში, ავღანეთში გაემგზავრა, ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურის ვებ-გვერდზე.

32-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები 52-ე ბატალიონის მებრძოლებს ჩაანაცვლებენ და ბაგრამის საავიაციო ბაზას დაიცავენ.

ქართველი სამშვიდობოები ავღანეთში თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ გააცილა და წარმატებები უსურვა.

ქართველი სამხედროები - Sputnik საქართველო
არჩევნები საქართველოს პარლამენტში ავღანეთიდან იწყება

„ამ მისიის შესრულებით ისინი თავიანთ სამშობლოს არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ მის ფარგლებს გარეთაც იცავენ… ეს ბიჭები იმ დიდი ქართული საბრძოლო ტრადიციების გამგრძელებლები არიან, რითიც ჩვენ ისტორიულად გამოვირჩეოდით. ჩვენ ამაყები ვართ არა მხოლოდ ჩვენი ისტორიის, არამედ ჩვენი აწმყოს მიმართაც და ეს ყველაფერი ამ ბიჭების დამსახურებაა“, — აღნიშნა ლევან იზორიამ.

ოპერაციის რაიონის გადაბარებამდე 32-ე ბატალიონის პირადი შემადგენლობა ამერიკელი საზღვაო ქვეითებისა და ქართველი ინსტრუქტორების ხელმძღვანელობით ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დასკვნით სწავლებას გაივლის.

ავღანეთში გამგზავრებამდე მათ შესაბამისი წვრთნები ჯერ საქართველოში, შემდეგ კი გერმანიაში „ვილდფლეკენისა“ და „ჰამელბურგის“ სამხედრო ბაზებზე გაიარეს.
ბატალიონი ავღანეთში შვიდ თვეს დაჰყოფს.

აღსანიშნავია, რომ სამშვიდობოთა როტაციის ფარგლებში ასევე დაგეგმილია შეიარაღებული ძალების 51-ე ბატალიონის გაგზავნა ქაბულში, სადაც ის 42-ე ბატალიონს ჩაანაცვლებს და მისია „გადამწყვეტი მხარდაჭერის“ ცენტრალური სარდლობის ბაზების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

ამას გარდა, თავდაცვის სამინისტრო ავღანეთში სამხედრო პოლიციისა და ეროვნული გვარდიის ოცეულების გაგზავნას გეგმავს.

ყველა ახალი ამბავი
0