არჩევნებზე ხმის მიცემას 3,5 მილიონ ამომრჩეველზე მეტი შეძლებს

© photo: press-service of the CEC of Georgiaცესკო
ცესკო - Sputnik საქართველო
გამოწერა
არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც 18 წელი შეუსრულდათ და აქვთ ბიომეტრიული პასპორტი ან პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. ამომრჩევლის საერთო რაოდენობა, რომელსაც საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა შეუძლია, 3 513 884-ია, განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ ეთერში.

არჩევნები საქართველოში 8 ოქტომბერს ჩატარდება. პარლამენტის დეპუტატების გარდა, ამომრჩეველი აირჩევს აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებს, რიგი რაიონული გამგეობების ხელმძღვანელებსა და თბილისისა და რიგი რაიონების საკრებულოების დეპუტატებს.

ცესკოს სპიკერი ანა მიქელაძე - Sputnik საქართველო
საქართველოში არჩევნებისათვის 7,4 მილიონზე მეტ ბიულეტენს ბეჭდავენ

კანონმდებლობის თანახმად, არჩევნებამდე 10 დღით ადრე სრულდება სიების ფორმირების პროცესი და მასში ცვლილებები აღარ შეაქვთ, გარდა იშვიათი გამონაკლისისა. ამომრჩევლის საყოველთაო სიაში რეგისტრირებულია 3 513 884 ამომრჩეველი.

დაბეჭდილი სიები უახლოეს მომავალში საოლქო საარჩევნო კომისიებს გადაეცემა.

წელს, ისევე, როგორც გასულ საპარლამენტო არჩევნებზე, ამომრჩეველთა სიაში შეტანილია არა მხოლოდ სახელი და გვარი, არამედ ამომრჩევლის ელექტრონული ფოტოც.

საზღვარგარეთ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს 49 716 ამომრჩეველი. აქედან 1 604 ადამიანი უკვე 5 ოქტომბერს ავღანეთის საარჩევნო უბნებზე მისცემს ხმას.

ყველა ახალი ამბავი
0