თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. 7,4 მილიონზე მეტ ბიულეტენს დაბეჭდავენ საქართველოში ქართულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე 8 ოქტომბერს დაგეგმილი არჩევნებისათვის. შაბათს, საქართველოს მოქალაქეები აირჩევენ მეცხრე მოწვევის პარლამენტის დეპუტატებს და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებს.
გარდა ამისა ამავე დღეს ჩატარდება რიგი რაიონების ხელმძღვანელებისა და მერების რიგგარეშე არჩევნები.
„საერთო ჯამში ყველა არჩევნებისათვის 7 მილიონ 446 ათას 850ბიულეტენი დაიბეჭდება. ბიულეტენები დაიბეჭდება როგორც ქართულ, ასევე ეთნიკური უმცირესობის ენებზე“ თქვა ცესკოს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.
ბიულეტენები თბილისის 8 ტიპოგრაფიაში იბეჭდება. პროცესი, რომელიც ცესკოსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მეთვალყურეობით მიმდინარეობს, 6 ოქტომბერს დასრულდება.
ბიულეტენებს საოლქო საარჩევნო კომისიები მიიღებენ, რომლებიც რაიონულ კომისიებს გადასცემენ მათ კენჭისყრამდე არაუგვიანეს 12 საათისა.