თბილისის მეტრომ მუშაობა აღადგინა

გამოწერა
სპეციალისტებმა პრობლემა აღმოფხვრეს და მეტროპოლიტენი ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობს.

თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის მეტროპოლიტენმა მუშაობა განაახლა, რომელიც ერთ-ერთი ვაგონის დაზიანების გამო შეჩერებული იყო, განუცხადეს Sputnik-ს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ცხელ ხაზზე.

მეტროპოლიტენი - Sputnik საქართველო
თბილისის მეტრომ მუშაობა ნაწილობრივ შეაჩერა

მატარებელი მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანზე“ გაჩერდა, რის გამოც „ახმეტელი-ვარკეთილის“ ხაზზე მუშაობა შეჩერდა.

„მოძრაობა მეტროპოლიტენში აღდგენილია. პრობლემები 15:13 საათზე გაჩნდა. სპეციალისტები მუშაობას დაუყოვნებლივ შეუდგნენ და პრობლემა აღმოიფხვრა“, — განაცხადა სააგენტოს თანამოსაუბრემ.

ამჟამად თბილისის მეტროპოლიტენი 22 სადგურს ითვლის. ეს სადგურები ორ — ახმეტელი-ვარკეთილისა და საბურთალოს ხაზზეა განლაგებული. ხაზების საერთო სიგრძე 53,7 კილომეტრია.


ყველა ახალი ამბავი
0