თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. დაახლოებით 40 წუთის წინ თბილისის მეტროპოლიტენმა ერთ-ერთი ვაგონის დაზიანების გამო მუშაობა ნაწილობრივ შეაჩერა, განუცხადეს Sputnik-ს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ცხელ ხაზზე.
მატარებელი მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანზე“ გაჩერდა. ამის შედეგად „ახმეტელი-ვარკეთილის“ ხაზზე მუშაობა შეჩერდა.
„პრობლემა წუთი-წუთზე მოგვარდება და მოძრაობა აღდგება“, — განაცხადა სააგენტოს თანამოსაუბრემ.
ამჟამად თბილისის მეტროპოლიტენი 22 სადგურს ითვლის. ეს სადგურები ორ — ახმეტელი-ვარკეთილისა და საბურთალოს ხაზზეა განლაგებული. ხაზების საერთო სიგრძე 53,7 კილომეტრია.