სოფელ ტბეთში ძმებმა თანასოფლელი მოკლეს

© photo: Sputnik / Alexander imedashvili112
112 - Sputnik საქართველო
გამოწერა
მკვლელობა ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა. ინციდენტის შემდეგ სოფლის მოსახლეობამ ერთ-ერთი ბრალდებულის სახლი გადაწვა.

თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. პოლიციის თანამშრომლებმა ქვემო ქართლში, სოფელ ტბეთში ორი ძმა დააკავეს. მათ განზრახ მკვლელობა და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება ედებათ ბრალად, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“ შსს-ს პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.

მკვლელობა გუშინ, გვიან ღამით მოხდა. ძმების მსხვერპლი 34 წლის მათივე თანასოფლელი გახდა. ძმები მოკლულის სახლთან იმყოფებოდნენ, როდესაც სიტყვიერი შელაპარაკება დაიწყო. გამოძიების მონაცემებით, ერთ-ერთმა ძმამ — გ. ხ.-მ სახლის პატრონი დანით მოკლა.

112 - Sputnik საქართველო
თბილისში 16 წლის მოზარდი თანატოლმა დანით მოკლა

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, მოკლული მალხაზ პაქსაძე იყო. მკვლელმა მას 20-მდე ჭრილობა მიაყენა. მკვლელობის დროს სახლში იმყოფებოდა მისი მეუღლეც. ის მოგვიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ მას სხეულზე დაზიანებები არა აქვს.

შსს-ს პრეს-სამსახურში აღნიშნავენ, რომ პაქსაძე თავდაპირველად სავარაუდო მკვლელის ძმამ — ზ. ხ.-მ დაჭრა.

მომხდარის შემდეგ ტბეთის მცხოვრებლებმა ერთ-ერთი ბრალდებულის სახლი გადაწვეს.

ძმები ცხელ კვალზე დააკავეს, მკვლელობის იარაღი, როგორც ნივთმტკიცება, ამოღებულია.

გ. ხ.-ს წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის მუხლით „განზრახ მკვლელობა“, რაც 7-დან 15 წლამდე პატიმრობით ისჯება. მისი ძმა ზ. ხ. ბრალდებულია მუხლით „ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება“, რაც სამიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

ყველა ახალი ამბავი
0