სირიაში რუსეთის საელჩოს ნაღმმტყორცნიდან ესროლეს

© photo: Sputnik / Ilya Pitalev / გადასვლა მედიაბანკშიდამასკი
დამასკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსულმა მხარემ სირიის დედაქალაქში თავის საელჩოზე თავდასხმა დაგმო.

თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. დამასკში რუსეთის საელჩოს ნაღმმტყორცნიდან ესროლეს, არავინ დაშავებულა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით.

სირია - Sputnik საქართველო
სირიამ რუსეთისა და აშშ-ს შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მხარი დაუჭირა

„სამ ოქტომბერს რუსეთის დიპლომატიური მისიას დამასკში ნაღმმტყორცნიდან ესროლეს. ერთ-ერთი ნაღმი საელჩოს ტერიტორიაზე, საცხოვრებელ კომპლექსთან ახლოს აფეთქდა. მხოლოდ შემთხვევითობის წყალობით, ჩვენი საელჩოს თანამშრომლებიდან არავინ დაშავებულა. დიპლომატიურ წარმომადგენლობას მატერიალური ზარალი მიადგა“, — აღნიშნულია დოკუმენტში.

კიდევ ორი ნაღმი საელჩოს გვერდით აფეთქდა. არსებული ინფორმაციით, სროლა დამასკის გარეუბნიდან — ჯობარიდან ხდებოდა. ამ გარეუბანს ტერორისტული დაჯგუფებები „ჯაბჰატ ფაჰტ აშ-შამი“ და „ფაილაქ არ-რაჰმანი“ აკონტროლებენ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მომხდარი დაგმო.

„მათი მხრიდან კიდევ ერთხელ შეიქმნა სირიაში საშიშროება რუსი დიპლომატების სიცოცხლისა და საქმიანობისთვის. დარღვეულია საერთაშორისო სამართლის საბაზისო ნორმები. რუსეთის საელჩოს მიმართ სროლებს განვიხილავთ ასევე, როგორც შედეგს იმ ქმედებებისა, ვინც, აშშ-ისა და მისი ზოგიერთი მოკავშირის მსგავსად, სირიაში სისხლისმღვრელი კონფლიქტის გაგრძელების პროვოცირებას ახდენს, სხვადასხვა სახის ბოევიკებსა და ექსტრემისტებს „ეთამაშება“. დარწმუნებული ვართ, რომ დამნაშავეების პროვოკაციული აქციების პასუხი საერთაშორისო თანამეგობრობის კოორდინირებული ანტიტერორისტული ძალისხმევა უნდა გახდეს“, — აღნიშნულია დოკუმენტში.

ამავდროულად, რუსეთის საგარეო უწყებაში აღნიშნეს, რომ ტერორისტული საფრთხის თავიდან ასაცილებლად, სირიის მიწა-წყალზე მშვიდობისა და უსაფრთხოების დაბრუნებისთვის ყველა აუცილებელი ზომა გატარდება.

ყველა ახალი ამბავი
0